ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" "ბაზელთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეოთხე ტურში „სლოვანს“ საკუთარ მოედანზე „ბაზელთან“ ფრით დაკმაყოფილება მოუწია - 3:3.

სლოვაკური გუნდის მწვრთნელმა ვაისმა შვეიცარიაში გამარჯვების (2:0) შემდეგ ჩემპიონატზე „ტრენჩინთან“ მატჩში წამყვანი ფეხბურთელები დაასვენა და 0:4 დამარცხდნენ, დღეს კი ყველა და მათ შორის, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა და სამივე შეუცვლელად ათამაშა.

„სლოვანმა“ ბურთის დაჭერა და უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო, სტუმრებმა კი 29-ე წუთზე პენალტით მოახერხეს დაწინაურება. მასპინძლებმა პირველი მომენტი 43-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ჩაკვეტაძის შორიდან ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. ზედ შესვენებაზე
გასვლის წინ კუცკამ გიორგის გადაცემული ბურთი მიიღო, საჯარიმოში წააქციეს და თერთმეტმეტრიანით ანგარიში ვაისმა გაათანაბრა.

მეორე ტაიმი ბრატისლაველებმა აქტიურად დაიწყეს. ჯერ ჩაკვეტაძის პასით კუცკამ გაიტანა, შემდეგ კი სალვის კარი ჩავრიჩმა დალაშქრა. ამის მერე „სლოვანმა“ უკან დაიხია და დაისაჯა კიდეც - შეცვლაზე შესულმა დიუფმა და ზექირიმ ანგარიში გაათანაბრეს.

„სლოვანი“ H ჯგუფში 5 ქულით მესამე ადგილზეა და 27 ოქტომბერს „პიუნიკს“ უმასპინძლებს. დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს „ჟალგირისი“ და „პიუნიკი“ დაუპირისპირდებიან.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 20 333 მაყურებელი
სლოვანი - ბაზელი 3:3
გოლები: 0:1 მალესი (29, პენ), 1:1 ვაისი (45+2), 2:1 კუცკა (49), 3:1 ჩავრიჩი (53), 3:2 დიუფი (65)

მკითხველის კომენტარები / 13 /
გიორგი ჩაკვეტაძისგან... მეტს მოველოდი ამ თამაშში. იმედია, მოუმატებს.
tngh
14 ოქტომბერი 2022 14:36
0
მე იმის მეშინია, რომ ჩაკვე ისევ გენტის საკუთრებაა, რაღაც კრიზისია გენტში, როგორც ვიცი და უკან არ წაიყვანოს და ისევ არ აერიოს საქმეები.
რრრ
14 ოქტომბერი 2022 12:56
1
ივნისის ბოლომდე ეკუთვნის გენტს. სეზონის ბოლომდე განათხოვრებულია
სეზონის ბოლომდე
14 ოქტომბერი 2022 14:03
0
ჰოლანის ბიძაშვილი ვინ ყოფილა
https://twitter.com/btsportwwe/status/1580676937944420352
ქ. გ.
14 ოქტომბერი 2022 12:56
0
სლოვანმა მესამე რომ გაიტანა,ბაზელი ისე იყო არეული,რომ მისწოლოდნენ,გადათელავდნენ.სამწუხაროდ დაწოლა მოხსნეს და როცა ბაზელმა მეორე გოლი,გარკვეულწილად შემთხვევით გაიტანა,გუნდი თამაშში დაბრუნდა,სლოვანი კი,პირიქით,კიდევ უფრო ჩაჯდა.მესამე გოლი,უკვე ლოგიკური იყო და სლოვანმა დაიმსახურა.ჩაკვე კარგი იყო,კაშია დიდებული,თუმცა გოლის ეპიზოდში,თავდამსხმელმა დაასწრო და ეს დაბლა სწევს,მის შეფასებას.მაგ ეპიზოდში,მეკარეს,ახლო კუთხის ჩაკეტვა მართებდა,მან კი,კარის შუაში დაიჭირა პოზიცია და წინ გადასვლა ვერ მოასწრო,თუმცა კაშიას შეცდომას ეს არ ამცირებს.სისწრაფე არ ეყო.კანკავაც ჩვეულებრივ,მაგრად იბრძოდა,მაგრამ გოლის ეპიზოდში,როცა დარტყმას დააფარა,ასხეტილი ბურთი მხედველობიდან დაკარგა და ის ისევ დამრტყმელს მიუვიდა,რომელსაც მეორედ დაბლოკვა,ვეღარავინ (ვერც ჯაბამ)მოასწრო.
სოსო
14 ოქტომბერი 2022 12:53
0
ეს თუ ფორმაში ჩდგა ეგეც კაი მამაძაღლია და ორი მამაძაღლი გვეყოლება ნაკრებში, პლიუს კიდე ლოჩოშვილი მამარდა და კიტე ნაკრები იფრენს ამ შესარჩევში ბევრს გავამწარებთ და სანახაობრივი ფეხბურთიც გვექნება.
გიორგი
14 ოქტომბერი 2022 12:24
0
ვაისს მადლობა რომჩაკვეს ყველანაირად ხელი შეუწყო ფორმის აღდგენაში, ძველ გუნდში რომ დარჩენილიყო ისევ სათადარიგოში ეყოლებოდათ
ალეკსანდრე
14 ოქტომბერი 2022 09:55
1
ვაისს მადლობა რომჩაკვეს ყველანაირად ხელი შეუწყო ფორმის აღდგენაში, ძველ გუნდში რომ დარჩენილიყო ისევ სათადარიგოში ეყოლებოდათ
ალეკსანდრე
14 ოქტომბერი 2022 09:54
0
უკან დაიხევდა აბა ვაისი რისი ვაისია ;-)
Vaa
14 ოქტომბერი 2022 05:27
1
ძაან მაგარა ითამაშა ჩაკვემ ... გენაცვალე გიოოო მასე მიაწექიი ... კვარას და ერთალიგის ბოლო სასტავს ჩაკვე და კიტე რომ დაემატებიან არ ვიცი ვინ შეგვაჩერებს ... ჯამრთელობა ბიჭებს ...
bejo
14 ოქტომბერი 2022 01:11
3
გიო მხეცი ხარ
ilar10N YouTube
14 ოქტომბერი 2022 00:06
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული