ევროპის ათი ქვეყანა პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ითამაშებს, საუკეთესო შედეგის მქონდე სამი ნაკრები კი მეინ რაუნდში გადაინაცვლებს. ევროპის ჩემპიონატის შვიდი საგზურისთვის მეინ რაუნდში სულ 28 ნაკრები იბრძოლებს. საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები მეინ რაუნდში იასპარეზებს. ჩვენი გუნდი მეოთხე ჯგუფში ლატვიას, ბელგიას და ფინეთს დაუპირისპირდება. მატჩები 2023 წლის 21-26 მარტს ლატვიაში შედგება.
მეინ რაუნდის შვიდ საუკეთესო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ხორვატია შეუერთდება. ჩემპიონობისთვის სულ რვა გუნდი იბრძოლებს. ხორვატიაში მატჩები 2023
წლის 3-10 სექტემბერს შედგება.
nakrebi.ge