შუახევში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა

AutoSharing Option
28 ნოემბერს შუახევში FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. ახალი სტადიონის გახსნას სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ესწრებოდნენ.

500 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ტრადიციული დღესასწაულის, „შუახევობის“ ფარგლებში გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, სტადიონზე მოეწყო ხელოვნური საფარი, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და გასახდელები.

დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): "ვულოცავ შუახევობას ადგილობრივ მოსახლეობას. ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩართულ ადამიანს. ფეხბურთის ფედერაციისთვის ქვეყანაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ მხრივ, აჭარის მთავრობა ჩვენი ყველაზე ახლო პარტნიორია და არაერთი არაჩვეულებრივი პროექტი გვაქვს განხორციელებული. ფეხბურთში ჩართულ თითოეულ ადამიანს ექნება საშუალება, თანამედროვე არენაზე ივარჯიშოს".

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
შუა ხევში ძალიან საჭირო იყო ფიფას სტანდარტებზე სტადიონი. კომფერენც ლიგაზე მაინც გავა ეგ გუნდი და სტადიონიც გაივსება. თელავში პროქტზე უკვე ფული იყო გამოყოფილი და სტადიონის აშენებაც დაგეგმილი იყო პანდემიის წინ. აღარც ის პროექტი ჩანს და აღარ სტადიონი. აი მანდ კი ძალინა საჭიროა გუნდიც არ ეყოლებათ ალბათ და ახლა აუცილებლად მოიწვევენ ბრაზილიიდან ლეგიონერებს. ზაფხულში ხაშურში ააშენეს და გუნდი მე-3 ლიგაშიც არ ყავთ. ყველაფერი უკუღმართობა რატო ხდება ამ ქვეყანაში?
G.LA
01:48 30-11-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული