კარში მამარდაშვილი, თავდასხმაში კვარაცხელია - Transfermarkt-მა პოსტსაბჭოთა სივრცის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

AutoSharing Option
პორტალმა Transfermarkt-მა პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელებისგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა. მათ შორის ყველაზე მაღალი სატრანსფერო ფასი ხვიჩა კვარაცხელიას აქვს - 60 მილიონი ევრო.

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, ვალენსია, 25 მლნ)

მცველები: ვიტალი მიკოლენკო (უკრაინა, ევერტონი, 22 მლნ), ილია ზაბარნი (უკრაინა, კიევის დინამო, 15 მლნ), ნიკოლაი მატვიენკო (უკრაინა, შახტარი, 11 მლნ)

ნახევარმცველები: ალეკსანდრ ზინჩენკო (უკრაინა, არსენალი, 32 მლნ), ალეკსანდრ გოლოვინი (რუსეთი, მონაკო, 22 მლნ), რუსლან მალინოვსკი (უკრაინა, ატალანტა, 18 მლნ), არსენ ზახარიანი (რუსეთი, მოსკოვის დინამო, 15 მლნ)

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია
(საქართველო, ნაპოლი, 60 მლნ), მიხაილ მუდრიკი (უკრაინა, შახტარი, 40 მლნ), ვიკტორ ციგანკოვი (უკრაინა, კიევის დინამო, 22 მლნ)