"ეს სიცოცხლის არა, მაგრამ ლამის კარიერის ფასად დამიჯდა" - კოტე მახარაძე

AutoSharing Option

"დიუსელდორფში "დინამოს" ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ პირდაპირ ეთერში რომ ვთქვი, ეს ქართველი ფეხბურთელების დიდი წარმატებაა-მეთქი, სიცოცხლის არა, მაგრამ ლამის კარიერის ფასად კი დამიჯდა.

მოკლედ, მოსკოვში რომ დავბრუნდი და თბილისში უნდა გამოვფრენილიყავი, "კა-გე-ბეს" ოფიცრებმა პირდაპირ ტრაპიდან "მომხსნეს" და ხელში შემაჩეჩეს ლუბიანკაზე ("კა-გე-ბეს" შტაბ-ბინა) გამოცხადების უწყისი. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ პირდაპირ გენერალ ფილიპ ბობკოვთან უნდა მივსულიყავი. ბობკოვი იდეოლოგიის სამმართველოს ხელმძღვანელობ
და. ოდიოზური ფიგურა იყო და ყველა ცნობილი დისიდენტი – სოლჟენიცინი, სახაროვი, ბუკოვსკი და სხვა "ბობოლები" მის მიერ იყვნენ რეპრესირებულ-გასახლებულები.

ის მხოლოდ "მსხვილ თევზებს" იბარებდა თავისთან და მეც რომ მათთან ერთ რანგში გამიყვანეს, ცოტა არ იყოს, "არ მესიამოვნა". რომ მივედი, რა თქმა უნდა, მიცნეს. ცოტა ხანში მითხრეს: ბობკოვმა ოცდაოთხი საათით გადაიტანა შეხვედრა და ხვალ მოდითო. ეს "კა-გე-ბეს" ნაცადი ხერხი იყო, რომ "სამსხვერპლო" (მე) მაქსიმალურად დაეთრგუნა მოლოდინს, რათა მისი დამუშავება-განადგურება ადვილი ყოფილიყო. გარეთ ჩემი მეგობარი და კოლეგა ნიკოლაი ოზეროვი მელოდებოდა "ვილისით". იმ დღეს სწორედ მასთან უნდა დავრჩენილიყავი. ჩვენ ტელევიზიაში მივედით. ოზეროვმა "ვოლგა" დამიტოვა და მითხრა, ჩემთან წადი, მე ტაქსით მოვალო. კალინინის გამზირზე რომ გავედი, ვხედავ, მოხუცი ვიაჩესლავ მოლოტოვი დგას გზის პირას, ტაქსის გაჩერებას ცდილობს, მაგრამ ყოფილ საბჭოთა მრისხანე დიპლომატს არავინ უჩერებს. მე "ვოლგა" გავაჩერე და სტალინის უახლოეს მეგობარს ვუთხარი:

– დაბრძანდით, ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, მიგიყვანთ...

მოლოტოვი დაჯდა და რომ დამინახა, ჩემთვის ყოვლად მოულოდნელად მითხრა:

– ამხანაგო კოტე, ეს ხომ თქვენ ხართ?! მე თქვენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ და შვილიშვილებს რომ მოვუყვები, ვინ მიმიყვანა სახლში, გაუხარდებათო.

ერთი სიტყვით, მოლოტოვმა საუბარი გამიბა და რომ გაიგო ჩემი გასაჭირი, ულვაშებში ჩაეცინა, მითხრა:

– ალბათ, ფილიპთან ხართ დაბარებული, ხომ?

– დიახ, – მივუგე მე.

– მოდი, ასე ვქნათ, დღეს ჩემთან დარჩით სტუმრად. ხვალ კი მე გამოგყვებით ბობკოვთან და ვეცდები, ყველაფერი მოვაგვარო. კარგია, რომ გვარად მახარაძე ხართ, ეს გიხსნით შერისხვისგანო.

ის ღამე მოლოტოვთან დავრჩი. გვიანობამდე სტალინზე მესაუბრებოდა, მე კი მას ცნობილი რუსი პოეტების ლექსებს ვუკითხავდი. დანიშნულ დროს კი ბობკოვთან მივედით. მოლოტოვს ფურცელი ჰქონდა წამოღებული, რომლის შინაარსი მე არ ვიცოდი. "კა-გე-ბეს" მრისხანე გენერალმა ერთად რომ დაგვინახა, შეცბა. მოლოტოვმა კი "კა-გე-ბეს" იდეოლოგიის მამას ფურცელი დაუდო წინ და უთხრა:

– ფილიპ, ძვირფასო, ხომ გახსოვს, ჯერ კიდევ მაიორი იყავი და ჩემს უწყებაში მუშაობდი, ხრუშჩოვზე აუგი რომ თქვი სტალინის სიყვარულის გამო და უნდა შეერისხეთ, ვინ გადაგარჩინა?

– ვიცი, პოლკოვნიკმა პავლე მახარაძემ, – მიუგო ნირწამხდარმა გენერალმა ბობკოვმა. გაყვითლებულ ფურცელს თვალი შეავლო და დააყოლა, – ეს ხომ ჩემი ხელწერილია, სადაც ვწერ, რომ შევცდი და მეტს აღარ ვიზამ-მეთქი, – პიონერივით დაასრულა ბობკოვმა და დასძინა, – ამხანაგმა პავლე მახარაძემ დამაწერინა ეს.

– კარგი მეხსიერება გქონია. სიკეთეს სიკეთით უნდა გადახდა. ამხანაგი კოტე იმ პავლე მახარაძის ძმისშვილია და შენებურად ნუ შერისხავო.
ერთი სიტყვით, ბობკოვმა ქართული კონიაკი გამოიღო კარადიდან და მან, მოლოტოვმა და მე სტალინის სადღეგრძელო შევსვით ჩუმად. ასე ამოიწურა ეს ინციდენტი".

მკითხველის კომენტარები / 7 /
მოლოტოვი მაგარი კაცი იყო. ესეთი ღირსეული ჯანსაღი პიროვნება მართლა. ყველა მაგისნაირი რუსები რომ ყოფილიყვნენ ჩვენ ბედს ძაღლი არ დაყეფდა და ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. რუსებზე ხმის ამომღებიც არავინ იქნებოდა. მარა რად გინდა, ეს ბობკოვები და მაგნაირი "სტანდარტული" დეგენერატი რუსები ყრიან ყველგან ელაპარაკე რამდენიც გინდა. ქართველს ყოლია გადარჩენილი თან მახარაძეს იმასაც თან სტალინი უყვარდა თურმე. და მაინც კოტე მახარაძე დაიბარა როგორც სერიოზული დამნაშავე კგბში დაკითხვაზე ისე რომ ნერვი არ აუტოკდა. იმის გულზე რომ საქართველო ზეიმობსო დინამოს მოგების მერე რომ თქვა. ესენი არიან კიბო ამ პლანეტის. თან ძალაუფლებაში რომელიც ქართველმა შეუქმნათ აი კრეტინიზმი და კიბო მართლა
mtieli
20 იანვარი 2023 12:28
1
საპირველაპრილოა ))))
***
12 იანვარი 2023 19:49
4
ესენი ხომ არ აცლიან ადამიანს ნორმალურად ტყუილს)))ეგრევე პირში ეცემიან)))
გიუშა
12 იანვარი 2023 03:56
0
კარგი ზღაპარია.
ჯუჯი
11 იანვარი 2023 18:13
3
Vilisit melodebodao da shemdeg volga matxovao amis wakitxvis shemdeg ukve zgaparivit unda miyve...:)))) vigacas paxmeliaze ragac istoria gaaxsenda ...kote maxaradzes nateli,santeli..
L.J .
11 იანვარი 2023 16:47
5
მაგარი ზღაპარია ! მოკლედ ყველა "დისიდენტი" გახდა რაა DD ეს რომ ტყუილი და ზღაპარია იქედანაც ჩანს რომ მოლოტოვი 1981 წელს უკვე 91 წლის იყო და იმ წლის აპრილში ინსულტი დაემართა და უკვე მაისში ქუXჩაში იდგა და ტაქსს ელოდებოდა ? ეს ერთი და მეორეც--ჯანმრთელად და ყოჩაღად რომც ყოფილიყო ტაქსს როგორ ელოდებოდაროცა პირადი მანქანა ემსახურებოდა მარტო მოლოტოვის დონის პენსიონერებს კი არა ყოფილ წვრილფეხა ცეკას მდივნებს და ყოფილ მინისტრებს ემსახურებოდათ პირადი მანქანები ექიმები და ხელის ბიჭები რომლებსაც ეძახდნენ "მალჩიკ ნა პაბეგუშკახ"-ს
zura222
11 იანვარი 2023 15:59
8
კოტე მახარაძე რომ კგბ ში დაიბარეს დინამოს ტრიუმფის მერე ეგ ცნობილი და ფაქტია 1000 ჯერ გაშუქებული და დოკუმენტირებული. რა გიხარია რას ათამაშებ ვის ***ვებ ნეტა
Stf
22 იანვარი 2023 03:51
0

სიახლეები პოპულარული