U19 ფუტსალი | საქართველო 5:4 მოლდოვა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრებმა მოლდოვის 19-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. დაძაბული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 5:4 დასრულდა.

ახალი მთავარი მწვრთნელის, ბესარიონ არველაძის ხელმძღვანელობით, სადებიუტო შეხვედრა გუნდმა დამაჯერებლად დაიწყო. პაკო დოლიძის დუბლით და დავით მარგველაშვილის გოლით საქართველოს ნაკრებმა ტაიმი სამბურთიანი უპირატესობით მოიგო.

მეორე ტაიმში მასპინძელთა რიგებიდან კიდევ ერთი გოლი გიგი ჯანაშიამ გაიტანა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე გიორგი პარკინაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს და მოლდოვის 19-წლამდელთა ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 8 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ
სასახლეში გაიმართება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.

მოლდოვასთან ამხანაგური მატჩები ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელი ეტაპია.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული