SassuoloNews: სერია A-ში შეიძლება კიდევ ორი ქართველი ტალანტი ვიხილოთ

AutoSharing Option
SassuoloNews-ი იტყობინება, რომ სერია A-ში შეიძლება კიდევ ორი ქართველი ვიხილოთ.

გამოცემა წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ჩინებულმა თამაშმა ქართველი ტალანტებისადმი დაინტერესება გამოიწვია და "სასუოლომ" ყურადღება თბილისის "დინამოს" ორ წევრს მიაპყრო, რომლებიც 2001 წელს არიან დაბადებული - ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი მოისწრაფიშვილი.

ზაფხულში "სასუოლოს" სავარაუდოდ მაქსი ლოპესი და დავიდე ფარტეზი დატოვებენ და არაა გამორიცხული ქართველები კლუბის ახალი პროექტის ნაწილი გახდნენ.

SassuoloNews-ი აღნიშნავს, რომ მექვაბიშვილი ცენტრალური ნახევარმცველია, დადებითად ახსიათებენ, გუნდის გაძლიერება შეუძლია, თუმცა სხვა იტალიური კლუბებიც აკვირდებიან და "სასუოლოსთვის" მისი ხელში ჩაგდება ადვილი
არ იქნება. რაც შეეხება მოისწრაფიშვილს, შემტევი ნახევარმცველია, ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია და ორი დინამოელის ტრანსფერზე "ნეროვერდი" მუშაობას იწყებს, თუმცა ჯერ მოლაპარაკებები არ გამართულა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ახლა მთავარია კვარას ფაქტორი სხვა ფეხბურთელებმა გამოიყენონ
დავით
13 მარტი 2023 17:48
0
ბავშვობიდან ვადევნებ თვალს და ანრი მექვაბიშვილი არის უდიდესი პოტენციალის მქონე ბიჭი. თავდადებული, ჟილკიანი, ნაღდი პროფესიონალი და ოქრო კაცი. დარწმუნებული ვარ ცოტა თუ გაუმართლებს და თვითონაც დიდ შრომას ჩადებს ტოპ დონეზე ითამაშებს. სასუალო მშვენიერი ვარიანტი იქნება და თითოეული კარგი ტრანსფერი ევროპაში ჩვენი ჩემპიონატისადმი ყურადღებას გააასმაგებს. ამიტომ ამ ბიჭებზე მთელი საქართველოს პრესტიჟი და პერსპექტივა არის ცამოკიდებული, კვარამ დაიწყო დიდებულად, მშვენიერია მამარდაც, საკმაოდ კარგია ლოჩოც და რაც მეტი გვეყოლება ტოპ ლიგებში მით მაგარი იქნება ნაკრების შედეგიც - დროა გავიგოთ დიდი გამარჯვებების გემო
ანრის ფანი
13 მარტი 2023 16:47
1
კვარაცხელიას პლიუსი არის მენტალიტეტი
კვარა
13 მარტი 2023 11:56
0
ძლივს დინამომ ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა და მაინცდამაინც ევროტურნირების წინ დაასუსტებენ ეხლა და წაართმევენ წამყვან მოთამაშეებს.
qomagi
13 მარტი 2023 11:05
2
გასაგებია აქ ანტი უკრაინელების პოზიცია ,მაგრამ წმინდა საფეხბურთო კუთხით, მართლა მაინტერესებს შახტარს რას უწუნებთ, არ მითხრათ ახლა სასუოლო ან დღევანდელი ვალენსია ჯობია, გუნდი სისტემატიურად გამოდის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფირ ეტაპზე და ახლაც ევროპა ლიგის მეოთხედფინალშია... ეს ომიც დამთავრდება, უფრო ადრე ვიდრე გვიან და...... ისე, რომ არა უკრაინის ომი და ფიფას პოზიცია კვარა დღესაც რუსეთში იქნებოდა და მექვაბიშვილი და მოისტრაფიშვილი ვის ეცოდინებოდა იტალიაში იმასაც ვნახავდი......
კარგით რაა..
13 მარტი 2023 09:47
16
არ გეტყვით, არ ინერვიულო მაგ ამბავზე.
უბრალოდ შახტარი ბრაზილიელებზე აკეთებს აკცენტს და სულ რომ კალთები დაიხიოს ქართველმა სკამს ვერ აცდება პლუს ის რომ შახტარი ლვოვს და კარპატს ეთამაშება ჩემპიონატში აი სასუოლომ გუშინ რომას აუწია ყურები და ვალენსია მგონი ლალიგაში ასპარეზობს))) ყველაფერი მარტივია და ნუ ირთულებ მალე დაბერდები:*
შავი კაცი
13 მარტი 2023 18:38
0
ომი უკრაინას არ დაუწყია, რუსეთმა დაიწყო. თქვენი ლოგიკით გამოდის, რომ ამ ომის გამო, რუსეთს მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართველებმა, ხვიჩა რომ წამოვიდა.
შახტარს რაც შეეხება. არაა ეგ გუნდი ქართველი ფეხბურთელების მენტალიტეტზე და სათამაშო სტილზე მორგებული.
მარტივად გკითხავთ, უსურვებდით ხვიჩას ჩელსიში გადასვლას?
გოგია
13 მარტი 2023 17:38
0
ყველა გამოხმაურება
დის ლაიქზე თითი მომიხვდა.ნუ მიწყენ
Odalas
13 მარტი 2023 01:52
1
დისლაიქის და გამოხატვის უფლება უნდა ჰქონდეს ყველას. მთავარია უპატივცემულოდ არ მოვექცეთ ერთმანეთს.
odala
13 მარტი 2023 12:22
0
მგონი ამ ბიჭების გვარები უფრო რთული გამოსათქმელია :)) გადაირევიან იტალიელები :))
odala
13 მარტი 2023 00:05
2
კვარა2 და კვარა3 იქნებიან:))
toti
13 მარტი 2023 10:22
1
არადა მე რა ადვილად გამოვთქვამ )
დავით 67
13 მარტი 2023 02:56
0
Ise am bolo wlebshi seria A shi da seria B shi dzalian bevr gundebshi iricxeba litveli,latvieli,moldoveli fexburtelebi da dzalian gamkvirvebia amatze uketesad xom nagdad sheudzlia fexburtis tamashi chvenebs?!xoda sanam kvara ar naxes sad ikvnen manamde es dalocvilebii???
Givi
12 მარტი 2023 23:13
1
გოჩოლეიშვილზეც იძახდნენ ვალენსიაში გადადისო და შახტარში კი ამოყო თავიი
სოსო
12 მარტი 2023 23:05
2
Imedia chorebi ar aris...warmatebebi bichebs.
Givi
12 მარტი 2023 22:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული