"ბაიერნამდე" პარკაძე "გაგრაში" ითამაშებს

AutoSharing Option
17 წლის შემტევი ლუკა პარკაძე, რომელიც "ბაიერნმა" შეიძინა, იჯარის წესით "გაგრაში" ითამაშებს.

პარკაძე თბილისის "დინამოს" აღზრდილია და სათამაშო პრაქტიკას ზაფხულამდე "გაგრაში" მიიღებს, შემდეგ კი "ბაიერნის" ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდება.

პარკაძემ მიმდინარე სეზონში თბილისის "დინამოს" რიგებში 1 მატჩი ჩაატარა.