"როდესაც საქართველოს ნაკრებიდან დამიკავშირდნენ, ქვეყნისა და ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი" - სანიოლმა საქართველოს ნაკრებზე, ქართველ ფეხბურთელებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფრანგულ გამოცემა sofoot-თან სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.

სანიოლის თქმით, თავის დროზე ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე ფრანგულ კლუბს შესთავაზა, თუმცა ყველა მათგანისგან უარი მიიღო.

ნორვეგიასთან დაპირისპირებასა და საქართველოს ნაკრების მიზნებზე

"რა თქმა უნდა, ჩვენს ჯგუფში მთავარი ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია. ნორვეგიას ჰოლანი ჰყავს, რომელიც დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მხარს ძლიერი თანაგუნდელებიც უბამენ; ასევე - შოტლანდია, ყველამ იცის, მათთან გლაზგოში თამაში როგორი რთულია. კვიპროსიც არ უნდა გამოგვრჩეს. ჯგუფიდან გასვლას ვეცდებით. იმედია, ტრავმებს ავირიდებთ. 18-20 ფეხბურთელი დამჭირდება, რათა მეტოქეებს პრობლემები
შევუქმნათ.

4-წლიანი პაუზა სამწვრთნელო კარიერაში

პირადი მიზეზების გამო გაჩერება გადავწყვიტე. ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა წინადადება მივიღე როგორც კლუბებისგან, ასევე ნაკრებებისგან. ფეხბურთისგან შორს მაინც არ ვიყავი, რადგან RMC-ზე მიმომხილველად მუშაობა დავიწყე და სპორტის ამ სახეობასთან კავშირი მუდამ მქონდა. ვაღიარებ, როდესაც საქართველოს ნაკრებისგან წინადადება მივიღე, არც ქვეყნისა და არც შიდა ჩემპიონატის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. ლევან კობიაშვილი დამიკავშირდა. მას მოედანზე ბევრჯერ შევხვედრივარ, როდესაც ორივე ბუნდესლიგაში ვთამაშობდით. სიმართლე გითხრათ, წინადადებას მაშინვე დავთანხმდი.

საქართველოსა და თბილისზე...

საქართველოში დაახლოებით 7 თვეს ვატარებ. ჩემპიონატისა და თასის მატჩებს თვალყურს ვადევნებ. საქართველო ულამაზესი ქვეყანაა დიდი ისტორიითა და მდიდარი კულტურით, ასევე სტუმართმოყვარე და თბილი ხალხით. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, მანქანის გასაღები შეგიძლიათ დაივიწყოთ. თბილისი შესანიშნავი, ცოტათი ხმაურიანი და ტრადიციული ქალაქია.

ხვიჩა კვარაცხელიაზე

რასაც ხვიჩა იტალიაში აკეთებს, გასაოცარია. მისმა ტრანსფერმა ხელი სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც შეუწყო, რადგან ევროპულ კლუბებს მათ მიმართ ინტერესი გაუჩნდათ. "კვარას" აყვანა თავის დროზე რამდენიმე ფრანგულ გუნდს შევთავაზე, თუმცა ყველა მათგანისგან უარი მივიღე. ახლა კი ისინი მიკავშირდებიან და შემტევის შესახებ ინფორმაციას მეკითხებიან. საქართველოს მხოლოდ 3.7 მილიონი მოქალაქე ჰყავს, ამიტომ რაოდენობრივად ყველა მათგანის ტოპ-5 საუკეთესო ლიგაში ხილვა რთული იქნება.

საქართველოში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს, ნაკრების თამაშებზე ტრიბუნები მუდამ სავსეა, მოთამაშეებზე ძალიან დიდი ზეწოლაა, გადაჭარბებულიც კი, მაგრამ ამის გარეშე შედეგი არ მიიღწევა. ადრე ჩემზე, როგორც "ბაიერნის" ყოფილ ფეხბურთელზე, ისე საუბრობდნენ, დღესდღეობით კი ყველა ეროვნული ნაკრების წევრად აღმიქვამს" - განაცხადა სანიოლმა ინტერვიუს დასასრულს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მონღოლეთთან ამხანაგურ შეხვედრას 25 მარტს გამართავს, 28 მარტს კი ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება.


alt"ჰოლანი? ჩვენ კაშია გვყავს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

altნეაპოლში კვარაცხელიას ალექსანდრე იაშვილი და ვილი სანიოლი ესტუმრნენ

altფრანგულ გუნდებს მის დამატებას ვთავაზობდი, მაგრამ არც კი მომისმინეს, რიბერის ძალიან ჰგავს - ვილი სანიოლი ხვიჩაზე საუბრობს



მკითხველის კომენტარები / 10 /
თქვენ ბატონო სანიოლ ზოგადად ფეხბურთის შესახებ არაფერი იცოდით. ეს ზუსტად აღნიშნეთ. ოღონდ ქართული ფეხბურთისს შესახებ კი არა, ზოგადად ფეხბურთის შესახებ არაფერი იცოდით.
ჭორიკანა
23 მარტი 2023 13:22
5
კარგი ქნა უსაფრთხოებაზე რომ გააკეთა კომენტარი, უზარმაზორი ფაქტორია ტურიზმისთვის და ზოგადად ქვეყნის იმიჯისთვის. ინგლისელებმა პირიქით, თბილისში ფრთხილად იყავითო გულშემატკივრებს უთხრეს. მერე ბოდიში კი მოიხადეს, მაგრამ რამდენად ეშველა კაცმა არ იცის.
შეტევა
23 მარტი 2023 08:44
0
90-იანებში არა ერთი ხვიჩა გვყავდა მაგრამ შედეგი ამია მეათედი არ იყო
???
22 მარტი 2023 23:00
6
T.q. ბრავო
იეა
22 მარტი 2023 19:03
0
დაცვას მიხედე სანიოლ დაცვას!
მწვრთნელი
22 მარტი 2023 17:53
1
Gasagebi chatoveba manqanashi gadacharbebulia tumca reklamistvis kai natqvamia.
Gia
22 მარტი 2023 14:29
3
ევროპელების ხომ აპრიორში გჯერათ ყველას,ამ კაცს მაინც დაუჯერეთ რომ უსაფრთხო ქვეყანაა საქართველო,ჩადით ევროპის დიდ ქალაქებში და ზოგიერთ ქუჩაზე ვერც კი ბედავენ ადგილობრივები გავლას,თურქებს,არაბებს,აფრიკელებს,ალბანელებს და ა.შ. "უჭირავთ" ქუჩები.
საქართველო
23 მარტი 2023 06:11
1
რატომ არის გადაჭარბებული ნათქვამი,მანქანების ქურდობა არ ხდება საქართველოში და ეს ევროპელისთვის და სხვა ნებისმიერ ქვეყნის წარმომადგენლისთვის თვალში საცემია, განა ამ ქვეყანაში არ ცხოვრობ ? იმიტომ დავაკომენტარე რომ 14 ლაიქი და 1 დისლაიქი იყო, გეფიცები მე არ მიმიცია ის დისლაიქი, მაგრამ ქართველებს ასე გძულდეთ ქვეყანა ეს 1990 წლიდან დაწყებული დღემდე საქართველოს მდგომარეობის შედეგია, სადაც საბოლოოდ ხალხიც წააქციეს როგორც ქვეყანა.ქართველობას ვინ ცივის , ადამიანობა დავკარგეთ დედამიწელებმა.
akaki
22 მარტი 2023 19:14
0
ძალიან მაგარი ადამიანი ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ამ ადამიანს თავისი ადამიანობიდან და ფეხბურთის კარიერიდან გამომდინარე და იმის გამოც როგორც მუშაობს ჩვენს ნაკრებში ასეთი ლაღი და ასეთი კარგი მისი დამსახურებით არის ნაკრები რომელიც აქამდე ასეთი სიმპატიური არასდროს ყოფილა ძალიან სწორად მუშაობს და დღეს თუ რამის იმედი გვაქ ამ კაცის დამსახურებით. მისაბაძი პიროვნებაა. მადლობა ვაისსაც და ქეცბაიასაც. როცა ვილი წავა ჩვენი ნაკრებიდან იმედია ქაჯებივით და უხამსად არ მოვიქცევით როგორც ჩვევია დაუნახავ ქართველს და პატივისცემით გავაცილებთ როგორც ეკუთვნის და იმედი მაქვს ეს ძალიან ბევრი წლების შემდეგ მოხდება.
T.q
22 მარტი 2023 13:44
1
ხვიჩა რომ არ ყავდეს ასეთი შედეგი არ ექნებოდა,დანარჩენი გეთანხმები ყველაფერში
MARGALONA
22 მარტი 2023 14:20
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული