ისევ წავაგეთ - მითიური "გაძლიერება", რომელიც გვასუსტებს - დღეს 3 მატჩია

AutoSharing Option
ძალიან კი ვეცადეთ, მოზომილი ოპტიმიზმი გვქონოდა, თუმცა მაინც დიდი იყო განცდა, თბილისის "დინამო" ამჯერად შეძლებდა, ჩემპიონთა ლიგაზე, მინიმუმ, ერთი გუნდი დაეჯაბნა. რა თქმა უნდა, განვლილზე მსჯელობა უფრო მარტივია, მაგრამ პირველი მატჩის შემდეგ შემოგთავაზეთ წერილი, სადაც მაქსიმალურად აღვწერეთ ის, რა პრობლემებიც არსებობდა. ისევ და ისევ გაუგებარია ეს მითიური "გაძლიერება" ევროტურნირების წინ, რომელიც უფრო გვასუსტებს. შეცდომები, რომლებიც უკვე დაშვებულია და სხვისაზე ვინ ჩივის, საკუთარზეც ვეღარ სწავლობენ...

Sportall.Ge

შესაძლოა, ორრაუნდიან დაპირისპირებაში გარკვეული მონაკვეთები მეტოქეზე უკეთ ჩაატარო, მაგრამ ამით თავის დამშვიდება არ გამოვა. ფეხბურთს წლებია
ვუყურებთ, რაღაცას ინტუიციის დონეზე ვგრძნობთ - საწყისი 45 წუთის ბოლოს, როცა ჯერ კიდევ ანგარიში მიგვყავდა, იყო ზუსტად ამის განცდა, რომ მოწინააღმდეგე, რომელსაც დასაკარგი ბევრი არაფერი ჰქონდა, ფიზიკური გამძლეობით ჩვენ დაჩაგვრას მოახერხებდა. ცოტათი გაუგებარი დარჩა, გიორგი მოისწრაფიშვილის შემოსვლა რატომ დაგვიანდა ან რატომ არ შეიძლებოდა, ყაზახებისთვის მეტი ტაქტიკური სიახლე შეგვეთავაზებინა...

და მაინც, სათქმელი ბევრი არაფერია, არც ერთი ეტაპის გავლით იხსნებოდა ყველა პრობლემა და კონფერენს ლიგაზე გადართვითაც ვხედავთ იმას, რასაც აქამდეც ვიმეორებდით - ქართული საკლუბო ფეხბურთის მთავარი გასაღები ძლიერი ლეგიონერებისა და ეროვნული გუნდისთვის საძირკვლის ჩაყრა გამოდის. გამოდის კი არა, გამოსულია და ესაა... უნდა ვაღიაროთ, რომ ამ საქმეში თბილისის "დინამო" სხვაზე "კეთილშობილია", ამას ახალგაზრდული ნაკრების ბოლო მაგალითზეც ვხედავთ. მეორეა, რომ ყველაფერმა ამან გუნდის გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი როგორც ფინანსურად, ასევე სპორტული შედეგებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ზაფხულის თვეები ქართული კლუბების ხელმძღვანელობის მიმართ "სიყვარულის" გამოხატვის პერიოდად დარჩება!..

Sportall.Ge

დღეს ჩვენი 3 გუნდი კონფერენს ლიგაზე ითამაშებს და წარმატებას ვუსურვებთ!

21:00 სთ. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"

"დილა" - "დუნაიკა სტრედა" (სლოვაკეთი) 

(პირველი მატჩი 1:2)

21:00. ბათუმი. "ბათუმი არენა"

"დინამო" - "ტირანა" (ალბანეთი)

(1:1)

23:00. სარაევო. "ასიმ ფერვატოვიჩი"

"სარაევო" - "ტორპედო"

(2:2)

altორ წუთში გაშვებული ორი გოლი - თბილისის "დინამო" "ასტანასთან" დამარცხდა [VIDEO]

alt"დინამოს" შეფასება - გამოცდილების უარყოფითი ეფექტი და მეტი დრო ახალგაზრდებს! - რა არის ჩვენი მისია

მკითხველის კომენტარები / 27 /
ხვიჩას უნდა ეთამაშა დინამოში, რა მოხდებოდა მაგით? ერთი თამაში არაფერს უზავდა, ეთამაშა, მოიგებდა დინამო და მერე გააგრძელებდა ნაპოლიში, მართალს არ ვამბობ?
იყო მეორე ვარიანტიც, საიდუმლოდ გამანდო ერთმა სპეციალისტმა; ასტანას თერთმეტი ფეხბურთელიდან შვიდი მაინც რომ მოგვეწამლა, ან სულაც მოგვეკლა, შვიდი კაცი რაია? ნახევარი უკრაინა გაწყვიტეს და აფეერი სიმონ!
მოკლედ; დაგვებრიდა შვიდი და ოთხს რავა ვერ მოუგებდით? მარა იმ ოთხისთვისაც რომ ვერ მოგვეგო, მაშინ მოგვიწევდა ჩვენი თერთმეტივეს დახვრეტა ამაზე კი ფედერაცია არ წავიდა, ამდენ ტყვიას ვერ გავაფუჭებთ, თვლით გვაბარიაო. თან ხელფასები გაცემული ქონიათ უკვე და რა აზრი ექნებოდა მათ დახვრეტას?
მესამე ვარიანტია; არსად არ ვთქვათ, რომ ფეხბურთელები და გუნდი გვყავს. ფეხბურთს ცხენბურთი გადავარქვათ, ან ძუნძულსპორტი.
. ააა, მესამე რავარი აზრია სიმონ?
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
20 ივლისი 2023 22:47
3
კარგია, მაგრამ გლეხური.
გულშემატკივარი
21 ივლისი 2023 07:23
0
ეხ დინამომ როგორ წაგო რა.სომხური გუნდებისგან მაინც ისწავლე დინამო.
Robert22
20 ივლისი 2023 22:11
0
ფეხბურთის განვითარება თუ გვინდა საქართველლოს გუნდები მთლიანად უნდა კომპლექტდებოდნენ ადგილობრივი ფეხბურთელებით.დაანებეთ თავი სუპერკლუბების მიბაძვას,ამასთან სად მათი და სად ჩვენი გუნდების ლეგიონერები.
ფეხბურთის განვითარებას მიხედეთ
20 ივლისი 2023 19:22
7
მე მგონი ჩვენმა გუნდებმა თამაში იციან,გოლების გატანა კიდე არა.
მთავარი გოლის გატანას,გაიტანე 3-4-5 გოლი,სულ ერთია როგორ მიიტანა ბურთს კარებამდე,მთავარია გოლის გატანა,ეს არ იციან
Levani
20 ივლისი 2023 19:12
2
კარგი სისტემაა ოლიმპიური სისტემა.წააგე წადი სახლში.დაისვენე.
ნიშადური
20 ივლისი 2023 18:18
0
ასტანაც კაი ბანდა იყო. ზაგრების დინამო გახევს შუაზე
გენა
20 ივლისი 2023 17:08
0
თვითონ წაგება არ არის კატასტროფა, კატასტროფა განწყობაა, წავაგეთ და კიდევ წავაგებთ ასეთი განწყობით, შიშით თამაში ყოველთვის წაგებაა, მოგებისათვის შეტევა და შემართებაა საჭირო, თუ გუნდი შეტევაში წავა მოწინააღმდეგეს ნაკლებად ექნება ფიქრის დრო შეტევისთვის, თუ კონტრშეტევა გაგიძვრა და გოლი გაგიტანეს ეს უკვე ისეთი კატასტროფა არ არის რაც გუშინ იყო, "კარგად ორგანიზებულმა" დაცვამ რომ ორი ბურთი ერთად გაუშვა. მარტო ბურთის გორება- დაჭერა ფეხბურთი არ არის.
jorj
20 ივლისი 2023 15:18
0
მესამე წელია ვწერ, რომ გასაკეთებელია ფონდი სადაც შეგროვდება თანხა ფიფიასგან დინამოს გამოსასყიდად და ხალხზე გადასაცემად. ერთი-ორი ცნობილი სახე არ გამოჩნდა რომელიც ამის ორგანიზებას და პიარს აიღებდა თავის თავზე...

ამიტომ ეხლა მთავრობას მივმართავ, იქნებ თქვენს შორის თუ არის ვინმე პატრიოტი დარჩენილი, იქნებ მოიძებნოს საშუალება, რომ გამოისყიდოთ დინამო ამ უთავმოქვარეო ვაჭრისგან და შემდეგ ეს კლუბი გაიყიდოს ხალხზე, აქციების სახით!
უნივერსალი
20 ივლისი 2023 15:07
4
გუშინ კომენტატორმა ფერენცვარიშზე თქვა ასე სამარცზვინოდ აგებს კლაკსკვიკთან 0-3 -ო და დინამომ რომ კლაკსვიკთან 6-1 წააგო რომელი კომენტატორმა ეს ეპიტეთი თუ იხმარა? რა შუაშია, მაგრამ იქნება სადღაც მაინც იყოს შუაში? როდემდე უნდა შეუძვრეთ და ეფეროთ ამ მართლა სამარცხვინოებს? ან ვაბშე რა სიტყვებით მიგყავთ კომენტარი რეებს ბოდიალობთ რას ულტრასობთ და წავედით აბა წავედით წავედით? ამოიღეთ ხმა და შეასრულეთ ჟურნალიატური მოვალეობა ბლ...ად
იბერია
20 ივლისი 2023 14:58
0
მომბაძეთ მე. ხმა გაუთიშეთ ტელევიზორს და ისე უყურეთ. ისედაც საშინელებას ვუყურებთ და კიდევ კომენტატორების ბოდვა დავიმატოთ სრული ბედნიერებისთვის?
დავით 67
25 ივლისი 2023 06:01
0
აი მაგ მოგუდულის ხმას რო გავიგონებ რაც გინდა კარგი Შედეგი დადგეს ცუდ ხასიაᲗზე ვარ, ან რეებს ბაზრობს ან რას იᲭინᲗება?!)
არც გვარი ვიცი მაგის
20 ივლისი 2023 16:11
1
ყველა გამოხმაურება
მეკარეს წითელი ხასხა ფერი ვინ ჩააცვა? თუ იციით საერთოდ მეკარეებს მწვანე მუქი ფერი რატო აცვიაათ შეგნებულად აკეთეებთ თუ ესეთი უნტელკტოების ჯგრო ხაართ?
giorgi
20 ივლისი 2023 14:02
2

სიახლეები პოპულარული