ცნობილი გახდა, ვის შეხვდებიან ქართული კლუბები, თუ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპს გაივლიან

AutoSharing Option
უეფას შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩატარდა, სადაც ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეების ვინაობა გაირკვა.

იმ შემთხვევაში, თუ თბილისის "დინამო" მალტური "ჰამრუნის" ბარიერს დაძლევს, უნგრულ "ფერენცვაროშსა" და ირლანდიურ "შემროკს" შორის უკეთესს შეხვდება.

გორის "დილასა" და "ვორსკლას" შორის გამარჯვებული ძალებს "აპოელთან" (კვიპროსი, ლაშა დვალი, ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია თამაშობენ) ან "ვოივოდინასთან" (სერბეთი) მოსინჯავს.

რაც შეეხება "ტორპედოს", ქუთაისელების შესაძლო მეტოქე შესაძლოა სოფიის ცსკა (ბულგარეთი) ან "სეპსი" (რუმინეთი) იყოს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამო" პირველ მატჩს 25 ივლისს გამართავს, ქუთაისის "ტორპედო" და გორის "დილა" კი საკუთარ
შეხვედრებს 27 ივლისს ჩაატარებენ.
მკითხველის კომენტარები / 32 /
მივმართავ საიტის მესვეურებს. დარწმუნებული ვარ, ყველას გაგვიხარდა, რომ "სარაევოსთან" პირველი მატჩის დროს სტუმრების გულშემატკივართა ნაწილის უასაქციელობაზე ჩვენი სამართალდამცველების სწორი რეაგირება უეფასგან სავსებით ადეკვატურად შეფასდა. პირადად მე ძალიან მეშინოდა მასპინძელი გუნდის მიმართ სანქციების და, არ დაგიმალავთ, ძალიან გამიკვირდა, რომ "ტორპედოს" არა მარტო რამე სანქციები არ დაეკისრა, არამედ, პირიქით, სტუმართა ფანებს, რომლებიც გაძევებული იყვნენ რამაზ შენგელიადან განმეორებით თამაშზეც აეკრძალა დასწრება. პირადად მე ძალიან მაინტერესებს უეფას სამართლიანი რეაგირების პროცედურული დეტალები. დარწმუნებული ვარ, აქ თავისი როლი შეასრულა "ტორპედოს" იურიდიულმა სამსახურმა. თუმცა, როგორც ცნობილია, კარგის მთქმელს კარგი გამგონი ჭირდება - მაშასადამე, უეფაშიც აღმოჩნდა კონკრეტული პირი (პირები) ვინც სწორად შეაფასა მომხდარი. მთლად მარტივად არ გამოიყურებოდა სიტუაცია - გეხსომებათ, როგორი რიხით მოითხოვა სტუმრების მწვრთნელმა პასუხი მისი გუნდის გულშემატკივართა გაძევებაზე. გთხოვთ უფრო დაწვრილებით მოგვიყვეთ - ჯერ რა მოხდა სტადიონზე, ხოლო შემდეგ კი როგორ იქნა გამომუშავებული უეფას ოფიციალური რეაგირება ამ ეპიზოდზე. დაწრმუნებული ვარ, ეს ბევრისთვის იქნება საინტერესო. მით უფრო, რომ ქართველი გულშემატკივარი არ არის განებივრებული ასეთი სამართლიანი რეაგირებით საერთშორისო უწყებებისგან ჩვენთან დაკავშირებულ ეპიზოდებზე. ვფიქრობ, სტაჟიან გულშემატკივრებს მწარედ ახსოვს თბილისის "დინამოს" პირველი გამოსვლა ევროპულ ასპარეზზე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. პირველი თამაში ჩრდილეთ ირლანდიის "ლინფილდს" თბილისში 1993 წლის 18 აგვისტოს 50 ათასი მაყურებლის თანდასწრებით მოვუგეთ 2:1. არადა, საოცრად ძლიერი გუნდი გვყავდა და უამრავი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. სტუმრებმა კი სულ ერთხელ დაგვირტყეს... განმეორებითი თამაში დასრულდა ფრედ 1:1. იქაც უფრო ჩვენი მოგება იყო თამაშის მიმდინარეობიდან სამართლიანი. ამ ორ თამაშს შორის შუალედში თბილისური მატჩის თურქი მსაჯის საჩივრის საფუძველზე უეფამ ჩაატარა გამოძიება, რის შედეგადაც გამოიტანა დასკვნა მსაჯის მოსყიდვის მცდელობის თაობაზე. შედეგად, პირველ თამაშში, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩატარდა ყოველგვარი ინცინდენტების გარეშე, ჩაგვეთვალა წაგება 0:3. მე ეხლაც ვერ მოვდივარ გონზე - როგორ შეიძლებოდა ამის დაშვება... მესმის, გუნდი ან ფედერაცია დაეჯარიმებიათ, მაგრამ წაგების ჩათვლა ნორმალურად ჩატარებულ მატჩში? ცხადია, როგორც დამოუკიდებელი ფედერაცია ჯერ ძალიან გამოუცდელები ვიყავით, მაგრამ ევროპულ საკლუბო ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილება სსრკს-ს პერიოდიდან გუნდს ხომ ქონდა? ფაქტია, ამ ეპიზოდმა დასაბამი მისცა იმ დიდი გუნდის დაშლას. გუნდისა, რომელსაც შეეძლო უდიდესი წარმატებების მიღწევა... ცხადია, ამან თავისი უაღრესად ნეგატიური გავლენა მოახდინა მთლიანად საქართველოში ფეხბურთის განვითარებაზე...
სიმართლის მოყვარული
14:27 26-07-2023
0
ადმინ ისე კომენტარებს სასწაულად აქრობ ხო იცი?!რა იყო ნაციონალი ხარ?!სიმართლეს რო ადამიანი წერს უკრაინელების მიერ ჩვენი ქვეყნის,ჩვენი გუნდების შესახებ,შეურაწყოფას რო გვაყენებენ და გორის დილას რო ვიღაც მეორე ხარისხოვან ვორსკლასთან წარმატებას ვუსურვებთ არ მოგწონს?!ცოტა ქართულად მიუდექი საქმეს...იმედია არ დაბლოკავ...ნუ წერ რუსულ ფეხბურთზე,ასევე ნუ დაწერთ უკრაინულ ფეხბურთზე,თუ გოჩოლეიშვილის გამო უნდა ვუგულშემატკივრო შახტარს?!მაშინ სრული უფლება გვაქვს საზანოვის და გაგნიძეს გამო დინამოც გვიყვარდეს...მაგრამ ორივეს ჯანდაბამდე გზა ჰქონია შახტარსაც და დინამოსაც,იმედია სამივე მალე მოშორდება მაგ ჭაობს,მერე რაღა მიზეზი გექნება მაგათზე წერის...ორმაგი სტანდარტები გაქვთ და არ შეიძლება...ნუ წერთ რუსი ღორების და ვიშეპლანეტელების შესახებ...ხალხს ნერვებს ნუ უშლით უაზროდ...გამოაჭენებ ხან ღორი ბურიაკის,ხან ღორი კავაზაშვილის,ხან ღორი კანდელაკის,ხან ღორი ვორსკლას მწვრთნელის,ხან ონანისტი ძიუბას შესახებ და ხალხს აღიზიანებ...არ დაბლოკოთ....
ზორო
23:32 24-07-2023
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული