თბილისის "დინამო" მალტაზე "ჰამრუნთან" ბოლო წამზე დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „დინამო“ გასვლაზე „ჰამრუნ სპარტანსთან“ 1:2 დამარცხდა.

შეხვედრამ დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 17 797-იან სტადიონზე შეკრებილი მცირერიცხოვანი მაყურებლის „მყუდროებას“ მხოლოდ სასულე ორკესტრი არღვევდა, ცხელოდა (ტემპერატურა 33 გრადუსი იყო), თამაში დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, ლამაზი სანახავი არ გახლდათ, ხშირი იყო პაუზები, სტუმრებს პრესინგისას მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდათ, შეტევების ორგანიზება და მომენტები არ იქმნებოდა.

„დინამომ“ მეორე ტაიმი უკეთ დაიწყო, უპირატესობას დაეუფლა და პირველი შანსი მიეცა, როდესაც სხირტლაძემ ბარნსი მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან მიზანს ვერ უწია. შემდეგ
ტრავმირებული სხირტლაძე მარუშიჩმა შეცვალა და სერბმა ბურთზე პირველივე შეხებით ჩვენი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში მარუშიჩის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მასპინძლებმა სახიფათო კონტრიერიშებით გვიპასუხეს და ორჯერ გატანასთან ახლოს იყვნენ, მესამე ცდიდან კი ანგარიში გაათანაბრეს - საჯარიმოდან ბიელიჩიჩის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია, ხოლო დამატებაზე ყველას მბონგმა დაასწრო. ბოლოს ჭიაბრიშვილის შეგირდები შეტევაზე გადავიდნენ, ოსეის მეკარემ არ გაატანინა, მარუშიჩმა ბურთი ისევ ძელს გაარტყა და... ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მბონგმა მარგველაშვილს დაასწრო და ლორიას კარი დალაშქრა.

საპასუხო შეხვედრა 3 აგვისტოს ჩატარდება.

ტა ქალი. „ნაციონალი“
ჰამრუნ სპარტანსი - დინამო (თბ) 2:1
გოლები: 0:1 მარუშიჩი (60), 1:1 მბონგი (81), 2:1 მბონგი (90+8)

დინამო (თბ): ლორია, მაისურაძე (ოსიყმაშვილი 68), ხვადაგიანი, ტაბიძე (მალი 69), კალანდაძე, ხარაიშვილი, მექვაბიშვილი, იმრანი (მარგველაშვილი 69), ბარნსი (მოისწრაფიშვილი 87), სხირტლაძე (მარუშიჩი 59), კამარა

მკითხველის კომენტარები / 193 /
საგორე
0
ხომ ამბობდა ფიფია,გაყიდვა მინდაო.რაღაც მიჩუმათდა ეს ამბავი.ან რაღაცას მაიმუნობდა,ან აკლებს რაღაცას და სათანადოდ არ ირჯება.როცა გაყიდვა გინდა რაიმისა,მეტს ინდომწბ,უფრო მეტ წრეს აცნობ გასაყიდ ობიექტს და ა.შ.მერე კიდე:მართლა ეს ჩვენი ფულიანი ხალხი(ფაქტია,რომ მილიონერები საკმაოდ გვყვანან)იმდენად უინტწრესონი და უფხონი არიან სპორტისა და ფეხბირთის მიმართ,რომ ეს ბიზნესად სულაც არ მიაჩნიათ,მაშინ ეგებ,ისევ შსს ითაოს ,გამოისყიდოს "დინამო" და კვლავ სახელმწიფომ მიხედოს ამ ჩვენს, ოდესღაც, შეიძლება ითქვას,ერის საამაყო გუნდს.თუ სხვა გზა და საშველი არ სჩანს,ეგებ ამან აჯობოს.რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს აუცილებლად,აბა ცარიელა ნერვებსკდომა და უილაჯო ვიშვიში,არაფრად გვარგებს...
მინდია
18:00 26-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული