შეხვედრამ დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 17 797-იან სტადიონზე შეკრებილი მცირერიცხოვანი მაყურებლის „მყუდროებას“ მხოლოდ სასულე ორკესტრი არღვევდა, ცხელოდა (ტემპერატურა 33 გრადუსი იყო), თამაში დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, ლამაზი სანახავი არ გახლდათ, ხშირი იყო პაუზები, სტუმრებს პრესინგისას მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდათ, შეტევების ორგანიზება და მომენტები არ იქმნებოდა.
„დინამომ“ მეორე ტაიმი უკეთ დაიწყო, უპირატესობას დაეუფლა და პირველი შანსი მიეცა, როდესაც სხირტლაძემ ბარნსი მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან მიზანს ვერ უწია. შემდეგ ტრავმირებული სხირტლაძე მარუშიჩმა შეცვალა და სერბმა ბურთზე პირველივე შეხებით ჩვენი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში მარუშიჩის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მასპინძლებმა სახიფათო კონტრიერიშებით გვიპასუხეს და ორჯერ გატანასთან ახლოს იყვნენ, მესამე ცდიდან კი ანგარიში გაათანაბრეს - საჯარიმოდან ბიელიჩიჩის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია, ხოლო დამატებაზე ყველას მბონგმა დაასწრო. ბოლოს ჭიაბრიშვილის შეგირდები შეტევაზე გადავიდნენ, ოსეის მეკარემ არ გაატანინა, მარუშიჩმა ბურთი ისევ ძელს გაარტყა და... ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მბონგმა მარგველაშვილს დაასწრო და ლორიას კარი დალაშქრა.
საპასუხო შეხვედრა 3 აგვისტოს ჩატარდება.
ტა ქალი. „ნაციონალი“
ჰამრუნ სპარტანსი - დინამო (თბ) 2:1
გოლები: 0:1 მარუშიჩი (60), 1:1 მბონგი (81), 2:1 მბონგი (90+8)
დინამო (თბ): ლორია, მაისურაძე (ოსიყმაშვილი 68), ხვადაგიანი, ტაბიძე (მალი 69), კალანდაძე, ხარაიშვილი, მექვაბიშვილი, იმრანი (მარგველაშვილი 69), ბარნსი (მოისწრაფიშვილი 87), სხირტლაძე (მარუშიჩი 59), კამარა
1. ფიფიას გუნდს გადაერქვას სახელი და ძველ დინამოსთან მისი ყოველგვარი აფილირება და სამართალმემკვიდრეობა გაუქმდეს - ბატონი რომანის თასების მფლობელთა თასით ხელში პოზიორობა ისეთივე აბსურდია, როგორც იუპიტერზე ქართველი ასტრონავტების წარმატებული მისია.
2. ფიფიას დინამოს ლოგოდაწ წაიშალოს ქალაქის სიმბოლო მიმინო - ფიფიას კლუბს არაფერი აქვს საერთო თბილისთან და მითუმეტეს მიმინოსთან ის დასაკლავად განწირულ დედალს უფრო მოგვაგონებს - ფიფიას დინამოს ვოლგოგრადის ცირკთან უფრო მეტი საერთო აქვს ვიდრე საქართველოსთან და თბილისთან, ამიტომ სჯობს ამავე ქალაქის ცირკის დათუნია მიშკა გამოსახოთ ან რაც გინდათ გნებავთ, ჰაერში მოფარფატე აკრობატები.
3.ყველა ოფიციალური დოკუმენტიდან დაწყებული ინსტაგრამ გვერდით დამთავრებული წაიშალოს წარწერა - professional sports team - ფიფიას დინამო სამოყვარულო გუნდია.
4. საზ მაუწყებელს - შეწყვითეთ ხალხის ფულის ფლანგვა ფიფიას სამოყვარულო გუნდის ტრანსლიაციებში. სჯობს ეთერი სხვა რამეს დაუთმოთ გნებავთ ლაოსის ან ბურუნდის სილამაზის კონკურსს - პატივისცემა კონკურსის ყველა მონაწილეს
5. დინამოს სპონსორების პრ სამსახურის თანამშრომლებს - ფიფიას სამოყვარულო გუნდთან აფილირებით თქვენი ბრენდი სირცხვილთან ასოცირდება.სჯობს, რაიმე სხვა სფერო დააფინანსოთ - გნებავთ თბილისის ცირკი, დამერწმუნეთ ეს თქვენი ბრენდის ცნობადობის გაზრდას უფრო ხელს შეუწყობს
6. სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს მოხსენით აბრა - დინამო- და დაიტანეთ - "ვაგზალი" ან "დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია" - სიტყვა "დეზერტირები" კი ისე უფრო შეეფერება ფიფიას დინამოს
7. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას - ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან და ქართველი გულშემატკივრების ფსიქოლოგიური მდგრადობის შენარჩუნებია მიზნით, სამოყვარულო კლუბ- ფიფიას დინამოს ევროთასებზე მონაწილეობის უფლება მანამ სანამ ცირკის დირექტორი იქნება კლუბის სათავეში. შეუძლებელია უკვე ფარერელი ყაზახი და მალტელი გულშემატკივრების ქილიკის ატანა. ან მეორე ალტერნატივა, ქართული კლუბების საერთო დონის ამაღლების მიზნით მოხდეს ეროვნული ჩემპიონატის შერწყმა უფრო ძლიერ საფეხბურთო ქვეყნების ლიგებთან - იგივე ფარერების, მალტის, კოსოვოს ან გნებავთ პალაუს საფეხბურთო ლიგებთან.
8.და მაინც, რადგან ამ კაცს არ ეშვებით, მაშინ კეთილი ინებონ შესაბამისმა სამსახურებმა და პატივცემულ ჭიაბრიშვილის კლუბებს და თავად მასაც დაენიშნოს ფსიქოლოგი, და საერთოდ მიხედეთ ამ კაცს და მის მენტალიტეტს, ზოგადა მის მენტალურ მდგომარეობას, წნეხებსა თუ შიშებს.
9. მსოფლიოს ყველა ტოტალიზატორის მფლობელს და უეფას - საეჭვო სიაში შეიტანონ ქართული კლუბების და მეტწილად სამოყვარულო კლუბ დინამოს ყველა მატჩი და შეწყდეს დინამოს წაგებებზე, ტაიმბოლებზე და ყველნაირ შედეგებზე ფსონების მიღება - იწეწებით ხო ხედავთ.
10. და ბოლოს ფეხბურთელებს - ნუ დაუკავშირებთ თქვენს ბედს და საფეხბურთო ცხოვრებას ფიფიას სამოყვარულო კლუბს, თუ რა თქმა უნდა, თამაში და რაიმეს მიღწევა გსურთ, თუ უფრთხილდებით თავს და წარმატება გწყურიათ, ამას მანდ ვერ იპოვით. იშრომეთ, ივარჯიშეთ, იოცნებთ და როგორც შანსი მოგეცემათ წადით ქართული კლუბებიდან ხო ხედავთ რა ჭაობშიც ხართ. წადით ყველგან, ყველა ლიგა ჩვენზე ძლიერია წადით ანდორის მეორე დივიზიონში, უარი არ თქვათ სან-მარინოს ჩემპიონატის აუტსაიდერიდან მიღებულ შემოთავაზებაზე, წადით კოსოვოში, წადით მალტაზე, ფარერებზე, მალავიში, ჩადში, სომალიში აქ ნუ გაჩერდებით თორე ეს უმაქნისები არ მოქცემენ განვითარების საშუალებას და მართლა გაგანადგურებენ მენტალურად.