შეხვედრამ დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 17 797-იან სტადიონზე შეკრებილი მცირერიცხოვანი მაყურებლის „მყუდროებას“ მხოლოდ სასულე ორკესტრი არღვევდა, ცხელოდა (ტემპერატურა 33 გრადუსი იყო), თამაში დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, ლამაზი სანახავი არ გახლდათ, ხშირი იყო პაუზები, სტუმრებს პრესინგისას მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდათ, შეტევების ორგანიზება და მომენტები არ იქმნებოდა.
„დინამომ“ მეორე ტაიმი უკეთ დაიწყო, უპირატესობას დაეუფლა და პირველი შანსი მიეცა, როდესაც სხირტლაძემ ბარნსი მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან მიზანს ვერ უწია. შემდეგ ტრავმირებული სხირტლაძე მარუშიჩმა შეცვალა და სერბმა ბურთზე პირველივე შეხებით ჩვენი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში მარუშიჩის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მასპინძლებმა სახიფათო კონტრიერიშებით გვიპასუხეს და ორჯერ გატანასთან ახლოს იყვნენ, მესამე ცდიდან კი ანგარიში გაათანაბრეს - საჯარიმოდან ბიელიჩიჩის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია, ხოლო დამატებაზე ყველას მბონგმა დაასწრო. ბოლოს ჭიაბრიშვილის შეგირდები შეტევაზე გადავიდნენ, ოსეის მეკარემ არ გაატანინა, მარუშიჩმა ბურთი ისევ ძელს გაარტყა და... ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მბონგმა მარგველაშვილს დაასწრო და ლორიას კარი დალაშქრა.
საპასუხო შეხვედრა 3 აგვისტოს ჩატარდება.
ტა ქალი. „ნაციონალი“
ჰამრუნ სპარტანსი - დინამო (თბ) 2:1
გოლები: 0:1 მარუშიჩი (60), 1:1 მბონგი (81), 2:1 მბონგი (90+8)
დინამო (თბ): ლორია, მაისურაძე (ოსიყმაშვილი 68), ხვადაგიანი, ტაბიძე (მალი 69), კალანდაძე, ხარაიშვილი, მექვაბიშვილი, იმრანი (მარგველაშვილი 69), ბარნსი (მოისწრაფიშვილი 87), სხირტლაძე (მარუშიჩი 59), კამარა