ანდრეი დემჩენკო: ყველაფერი გავაანალიზეთ და მოგება შეგვიძლია

AutoSharing Option

"ვორსკლასთან" კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი "დილას" მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ გააკეთა.

"ვორსკლასთან" პირველი მატჩის შემდეგ ბევრი რამ გავაანალიზეთ, ჩვენ დაწვრილებით გავიარეთ გასული მატჩების ყველა შეცდომა და შევეცდებით, საპასუხო მატჩში ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ. პირველმა მატჩმა მეტოქისგან ბევრი ისეთი ნიუანსი გვანახა, რასაც არ მოველოდით.

თუმცა, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მეტოქე კარგად გვყავს შესწავლილი. თუ გვინდა, რომ მოედანზე ვდომინირებდეთ, აუცილებელია ბურთის კონტროლი მოვახერხოთ. ჩვენი გულშემატკივარი ყოველთვის დიდ ძალას გვაძლევს და საკუთარ მოედანზე მათთან ერთად ამ ორრაუნდიანი ბრძოლის მოგების
ძალა შეგვწევს", - ციტირებს დემჩენკოს გორული კლუბის საიტი.