თბილისის "დინამო" "ჰამრუნთან" ისევ დამარცხდა და ევროსეზონი უსახელოდ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „ჰამრუნ სპარტანსთან“ 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მალტაში 1:2 დამარცხებული „დინამო“ თავიდანვე გადავიდა იერიშებზე, მეტოქე საკუთარ კარს მიაჯაჭვა, თუმცა რეალური მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა, ვინაიდან სწორხაზოვნად და უხიფათოდ უტევდა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი მაისურაძის შეცდომის შედეგად ბურთს პეინტსილი დაეუფლა, კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულ ჯურანოვიჩს გაუკეთა გადაცემა და მან ლორიას კარი დალაშქრა.

შესვენების შემდეგ „დინამომ“ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, რომლის თავდამსხმელი ჯურანოვიჩი მსაჯმა გააძევა. შეხვედრის ბოლოს ხარაიშვილმა
ორჯერ გაარტყა ბურთი ძელს და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - ჰამრუნ სპარტანსი 0:1
გოლი: ჯურანოვიჩი (45+2)
გაძევება: ჯურანოვიჩი (46)

მკითხველის კომენტარები / 152 /
დინამოს ფანკლუბს მივმართავ, არ გიტყდებათ ამ გუნდს რომ გულშემატკივრობთ?
Anti
23:03 03-08-2023
2
სად არიან დინამოს ვეტერანები?! ხმას რატო არ იღებენ?! არა ნაკლებ დამნაშავე არიან
მყუდრო
22:30 03-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული