თბილისის "დინამო" "ჰამრუნთან" ისევ დამარცხდა და ევროსეზონი უსახელოდ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „ჰამრუნ სპარტანსთან“ 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მალტაში 1:2 დამარცხებული „დინამო“ თავიდანვე გადავიდა იერიშებზე, მეტოქე საკუთარ კარს მიაჯაჭვა, თუმცა რეალური მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა, ვინაიდან სწორხაზოვნად და უხიფათოდ უტევდა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი მაისურაძის შეცდომის შედეგად ბურთს პეინტსილი დაეუფლა, კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულ ჯურანოვიჩს გაუკეთა გადაცემა და მან ლორიას კარი დალაშქრა.

შესვენების შემდეგ „დინამომ“ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, რომლის თავდამსხმელი ჯურანოვიჩი მსაჯმა გააძევა. შეხვედრის ბოლოს ხარაიშვილმა
ორჯერ გაარტყა ბურთი ძელს და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - ჰამრუნ სპარტანსი 0:1
გოლი: ჯურანოვიჩი (45+2)
გაძევება: ჯურანოვიჩი (46)

მკითხველის კომენტარები / 152 /
ერთი რამ უნდა გაიგოთ ხალხო, ფული აკეთებს ყელაფერს და არა ისტორია და ყოფილი ცალკული მიღწევები.არ აქვს მნივნელობა სნმარინოში გაქვს კლუბი, ლუქსემბირგში სომხეთში თუ საქართველოში, თუკი ფულს ახარჯავ მიზანს აღწევ,ჩვენთან ფული არაა, ამიტომაც არც შედეგია
ასე რომ უფრო მაღალბიუჯეტიანმა მალტის კლუბმა მოუგო ღარიბ დინამოს,
kakoie
17:42 04-08-2023
1
გუნდში, რომ ლორია გეყოლება და კაპიტნად მექვაბეს დანიშნავ, რა თქმა უნდა ყველაფერი თავდაყირა იქნება. ამას თვითონვე აკანონებ.
გაიოზ გოშაძე
17:19 04-08-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული