კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დილა" "აპოელს" შეხვდება.
კვიპროსულმა გუნდმა სახლშიც და სტუმრადაც 2:1 სძლია სერბეთის "ვოივოდინას" - პირველ მატჩში გოლები გიორგი ქვილითაიამ და ლაშა დვალმა გაიტანეს, საპასუხოში დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ქვილითაიამ კი - 85-ე წუთამდე.
"დილა" პირველ შეხვედრას 10 აგვისტოს თბილისში, "დინამო არენაზე" ჩაატარებს, ხოლო საპასუხოს - 17 აგვისტოს ნიქოზიაში.
ნოვი სადი. "კარარჯორჯე"
ვოივოდინა - აპოელი 1:2
გოლები: 0:1 სარფო (27), 1:1 ზუკიჩი (37), 1:2 ეფრაიმი (74, პენ)