"დილა" კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩის ჯამში 0:3 დამარცხდა "აპოელთან". საპასუხო შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი კვიპროსული გუნდის მწვრთნელმა რიკარდო სა პინტომ გააკეთა:
"ვფიქრობ, ტაქტიკურად უკეთ ვმოქმედებდით. მეტოქეს კარგი გუნდი ჰყავს და მგონია, ზოგიერთმა არასწორად შეაფასა მათი პოტენციალი. მარტო 2-3 კარგი ფეხბურთელი კი არ ჰყავთ. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, ტემპს ვაკონტროლებდით და გოლიც გავიტანეთ. სამ დღეში ჩემპიონატზე მატჩი გვაქვს და ცვლილებები განვახორციელე.
ტურნირზე ზედიზედ ოთხი დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს ადვილი არაა, ბიჭებით ვამაყობ. მეტოქე ხარისხიანი გვყავდა, ცდილობდნენ. ყოველთვის არ
შეგვიძლია მოწინააღმდეგის კონტროლირება. "გენტთან" მძიმე დაპირისპირება გველის, მაგრამ მათი თამაშის სანახავად და შესასწავლად დრო გვაქვს".