ირის ანტმანი: თუ ლუქსემბურგთან თავს კარგად დავიცავთ, მოგების შესაძლებლობა გვექნება

AutoSharing Option
ქალთა ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ტურში, საკუთარ მოედანზე თურქეთთან სახლში 0:3 დამარცხების შემდეგ, nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ირის ანტმანმა გააკეთა:

"თამაში კარგად ვერ დავიწყეთ, თუმცა თურქეთის ნაკრები ძლიერი და ამ ჯგუფის საუკეთესო გუნდია. მეორე ტაიმი უკეთესი იყო, გვქონდა შანსები და სწორედ ამას ვითხოვ ჩემი გუნდისგან. ვიცით, რომ ნაბიჯ-ნაბით უნდა განვვითარდეთ. ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, რადგან აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ. მართალია, წარმატებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ მოედანზე რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ.

სამ დღეში ლუქსემბურგთან გვაქვს რთული თამაში და ძალების აღდგენა უნდა მოვასწროთ.
განსხვავებული თამაში იქნება, მეტოქეს ძლიერი შეტევა ჰყავს და თავს თუ კარგად დავიცავთ, მოგების შესაძლებლობა გვექნება. ჩვენი სურვილი ყოველთვის გამარჯვების მოპოვებაა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ ქალბატონი კარგი აღმზრდელი ჩანს...წარმატებები ჩვენს გოგონებს!
ზაზა
08:55 23-09-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული