WU19 | საქართველო 2:1 აზერბაიჯანი

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანის ასაკობრივ გუნდთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა.

პირველი მატჩის მგსავსად, მეორე თამაშიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ნათია ჯოჯუას და ლიზი გოგალაძის გოლებით მეტოქეს 2:1 სძლია.

აზერბაიჯანთან მატჩები საქართველოს 19-წლამდე ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. ოქტომბრის ბოლოს გასამართ შესარჩევ ეტაპზე ჩვენი გუნდი ბულგარეთს, ხორვატიას და ლატვიას დაუპირისპირდება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული