მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდი 23 ფეხბურთელით ემზადება. ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს ანა ჩემინავა და ლელა ჭიჭინაძე ვერ დაეხმარებიან.
ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ლუქსემბურგის წინააღმდეგ სტუმრად ჩატარებული მატჩი საუკეთესო იყო ჩვენი გუნდისთვის ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. მოახლოებულ შეხვედრას დანაკლისით ვხვდებით. ტრავმის გამო ჩვენი კაპიტანი ანა ჩემინავა და ლელა
მარიამ კალანდაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): "გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ბევრი რამ გვაქვს დასამტკიცებელი. ლუქსემბურგთან მოსაგები გვაქვს და ვფიქრობ, რომ თურქეთთანაც კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ. მოტივირებული ვართ, შეკრება კარგად მიმდინარეობს და ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგის მისაღწევად".
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა
დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი, თურქეთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ნათელა წოწერია (კვარტალი, თბილისი), ანა პავლიაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ანა წულაია (ლანჩხუთი), ტატიანა მატვეევა, თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ნინო ბუხრიკიძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ხატია ჭყონია (ბათუმი), მაიკო ბებია (სამეგრელო), ანასტასია ბოლქვაძე (ლანჩხუთი), ლიზი კანკია (კვარტალი)
30 ნოემბერს საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში მატჩის მასპინძელ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 15:30-ზე გაიმართება.
მატჩების განრიგი
5 დეკემბერი | თურქეთი - საქართველო | 19:00
nakrebi.ge