საქართველოს ქალთა ნაკრები თურქეთში გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 3 დეკემბერს თურქეთში გაემგზავრა.
ირის ანტმანის გუნდი თურქეთის ეროვნულ ნაკრებს 5 დეკემბერს სტუმრად, ქალაქ მერსინში დაუპირისპირდება.

ცვლილებაა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. ტრავმის გამო თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებს ხატია ჭყონია, რომელმაც ლუქსემბურგთან მატჩის მიმდინარეობისას ტრავმა მიიღო. მოახლოებულ მატჩს ყვითელი ბარათების გამო ასევე ტოვებენ ნინო პასიკაშვილი და სალომე გასვიანი.

მათ ნაცვლად, გუნდს ელენე ჩიქოვანი, მარიამ ჯანიკაშვილი და მეგი ეჯიბია დაეხმარებიან.
საქართველოს და თურქეთის ქალთა ნაკრებების შეხვედრა 5 დეკემბერს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციის პლატფორმაზე შემოგთავაზებთ.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თეონა სუხაშვილი (ლანჩხუთი), სვეტალნა გაბელაია (კოლხეთი, ხობი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი)

დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი, თურქეთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ნათელა წოწერია (კვარტალი, თბილისი), ანა პავლიაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), მეგი ეჯიბაია (ლანჩხუთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ანა წულაია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა, თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ნინო ბუხრიკიძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), მაიკო ბებია (სამეგრელო), ანასტასია ბოლქვაძე (ლანჩხუთი), ლიზი კანკია (კვარტალი), ელენე ჩიქოვანი (სამეგრელო), მარიამ ჯანიკაშვილი (სამეგრელო)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებრბი გოგონებო
Dato
20:58 03-12-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული