საქართველოს ქალთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში, გასვლაზე ლიდერ თურქეთთან 0:2 დამარცხდა, რომელმაც ტურნირი გოლგაუშვებლად დაასრულა.
საქართველოს ნაკრების პროგრესი აშკარაა, უფრო ძლიერ მეტოქესთან ჩვენმა ფეხბურთელებმა თავდაუზოგავად იბრძოლეს, მაგრამ კლასმა თავისი გაიტანა.
პარალელურ მატჩში ლუქსემბურგი სახლში ლიეტუვას დაუზავდა - 1:1.
C ლიგის მეორე ჯგუფში 18 ქულით გამარჯვებული თურქეთი გახდა. ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა და საქართველომ 5-5 ქულა დააგროვეს. დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით მეორე ადგილზე ლიეტუვა გავიდა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჯგუფებში სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის უნდა მოხვდეს. ლუქსემბურგმა მესამე პოზიცია დაიკავა, მეოთხე
კი - საქართველომ.
მერსინი. „მერსინ სტადიუმი“
თურქეთი - საქართველო 2:0
გოლები: 1:0 ჰიზი (26), 2:0 თურქოღლუ (41)
საქართველო: გაბუნია, ჩხარტიშვილი, ტატუაშვილი (ნარსია 90+3), ქადაგიშვილი (ამბალია 46), კალანდაძე, ქველიძე, დანელია, მატვეევა (ბოლქვაძე 70), ბუხრიკიძე (პავლიაშვილი 88), ბებია, ბაქრაძე