წაგება თურქეთთან - საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასასვლელად ცოტა დააკლდა

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში, გასვლაზე ლიდერ თურქეთთან 0:2 დამარცხდა, რომელმაც ტურნირი გოლგაუშვებლად დაასრულა.

საქართველოს ნაკრების პროგრესი აშკარაა, უფრო ძლიერ მეტოქესთან ჩვენმა ფეხბურთელებმა თავდაუზოგავად იბრძოლეს, მაგრამ კლასმა თავისი გაიტანა.

პარალელურ მატჩში ლუქსემბურგი სახლში ლიეტუვას დაუზავდა - 1:1.

C ლიგის მეორე ჯგუფში 18 ქულით გამარჯვებული თურქეთი გახდა. ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა და საქართველომ 5-5 ქულა დააგროვეს. დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით მეორე ადგილზე ლიეტუვა გავიდა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჯგუფებში სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის უნდა მოხვდეს. ლუქსემბურგმა მესამე პოზიცია დაიკავა, მეოთხე
კი - საქართველომ.

მერსინი. „მერსინ სტადიუმი“
თურქეთი - საქართველო 2:0
გოლები: 1:0 ჰიზი (26), 2:0 თურქოღლუ (41)

საქართველო: გაბუნია, ჩხარტიშვილი, ტატუაშვილი (ნარსია 90+3), ქადაგიშვილი (ამბალია 46), კალანდაძე, ქველიძე, დანელია, მატვეევა (ბოლქვაძე 70), ბუხრიკიძე (პავლიაშვილი 88), ბებია, ბაქრაძე

მკითხველის კომენტარები / 5 /
გული არ გაიტეხოთ გოგონებო, მაგრები ხართ, ცოტა მეტი გამოცდილება და ცოდნა დაგროვდება და დიდი წარმატებებიც მოვა
Dato
00:48 06-12-2023
2
ყველა თამაში დამატებით გამოცდილებას იძლევა, რაც მომავალი წარმატებების საწინდარი გახდება. ასე, რომ გულს ნუ გაიტეხთ სუპერგოგონებო!
გიზოგ
12:23 06-12-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული