სტივ კინი ქუთაისის "ტორპედოში" სპორტული დირექტორის პოსტსაც დაიკავებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" შოტლანდიელ სპეციალისტს, სტივ კინს, კონტრაქტი 2 წლით გაუხანგრძლივა. კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოცდილ მწვრთნელს უფლებამოსილება გაეზარდა და მწვრთნელის თანამდებობასთან ერთად, გუნდის სპორტული დირექტორის პოსტსაც დაიკავებს.

"1-ელი იანვრიდან სტივ კინი, მთავარი მწვრთნელის პოსტთან ერთად, სპორტული დირექტორის (გენერალური მენეჯერის) თანამდებობასაც დაიკავებს. საუკეთესო ბრიტანული გამოცდილების გათვალისწინებით, იგი პასუხისმგებელი იქნება კლუბის სტრატეგიულ განვითარებაზე, მათ შორის, ძირითადი გუნდის სამწვრთნელო, სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე, ახალი ფეხბურთელების შერჩევაზე, ასაკობრივ გუნდებთან და "ტორპედოს" აკადემიასთან თანამშრომლობით, კლუბის ახალი იდენტობის ჩამოყალიბებაზე", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

altქუთაისის

"ტორპედომ" ოთხი ფეხბურთელის წასვლის შესახებ გვაუწყა

alt"ტორპედოს" მწვრთნელი: ჯერ არაფერი დასრულებულა, ყველაფერი წინაა

ასევე დაგაინტერესებთ