Exclusive. საფრანგეთის ნაკრებისა და "ლივერპულის" ექსმცველი ქუთაისშია, ტრანსფერი დასკვნით ფაზაშია

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედო" ევროტურნირების წინ ცნობილი ცენტრალური მცველით, 34 წლის მამადუ სახოთი გაძლიერდება. მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. ფეხბურთელი ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ იმერული კლუბის შეხვედრას დაესწრო.

ფრანგი უკანახაზელი, რომლის სატრანსფერო ფასი 800 ათასი ევროა, ამჟამად უკლუბოდაა, ბოლოს კი "მონპელიეში" გამოდიოდა. 187 სმ სიმაღლის სახო ყველაზე კარგად "ლივერპულიდან" გვახსოვს, სადაც 2013-დან 2016 წლამდე ასპარეზობდა, შემდეგ კი "კრისტალ პალასს" შეუერთდა. მამადუს კარიერა პსჟ-ში დაიწყო.

სახოს საფრანგეთის ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია. "მამლების" რიგებში 29 მატჩში 2 გოლის ავტორია.

რაც შეეხება ქუთაისის "ტორპედოს",
ისინი ეროვნულ ლიგაში მეოთხე პოზიციაზე არიან, მომავალ სეზონში კი კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ

altსახომ მწვრთნელს სცემა და გუნდიდან გააგდეს

მკითხველის კომენტარები / 26 /
გამოცდილება აქვს ისეთი ასაკს აღარ ვუყურებ. აურო მაგარი შენაძენია, ასევე იონსენი. შეთამაშდებიან იმედია მალე ქუთათურები. აი გორის დილა როგორ ახერხებს ასე უცებ გუნდის შეკვრას და შეთამაშებას მიკვირს.
რაბუ
21:54 15-05-2024
4
რაც უფრო გამოცდილი და ძლიერი ფეხბურთელი ჩამოვა საქართველოში სათამაშოდ, მით უკეთესი! შედეგებიც სახეზეა. ბოლო დროს პირველობის დონე ამაღლდა და ნაკრებში ეროვნულიდანაც იწვევენ…
ლაშა
23:32 15-05-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული