"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

AutoSharing Option
გადაცემაში "სპორტი იმედზე" თბილისის "დინამოს" შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე ისაუბრა. 32 წლის ფეხბურთელის თქმით, იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების შემადგენლობაში მოხვდეს.

"სარეაბილიტაციო პროცესი დავასრულე და გუნდთან ერთად სრულფასოვან ვარჯიშს დავიწყებ. მომდევნო ტურში ბათუმის "დინამოს" ვუმასპინძლებთ და სრულად თუ არა, რამდენიმე წუთით თამაშს მაინც შევძლებ. რაც შეეხება ჩემი ნაკრებში დაბრუნების შანსებს, იმედები არ დამიკარგავს, რადგან ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, "დინამოს" შემადგენლობაში სამი მატჩის ჩატარების საშუალება მექნება და ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ გუნდში თამაშის ღირსი ვარ.

თუ ევროპის
ჩემპიონატის დაწყებამდე, მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ თამაშის საშუალება მომეცემა, ამ შანსს ბოლომდე გამოვიყენებ. უზომოდ მოტივირებული ვარ", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები სტუმრად მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩს 9 ივნისს გამართავს.

alt"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

altოქრიაშვილის დაბრუნება - ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 37 /
ოქრი ბევრი გაქ ნაკრებისთვის გაკეთებული,დაიმსახურე გულშემატკივრების სიყვარული და ამ უაზრო ამბიციით ქარს ნუ გაატან ყველაფერს,ივარჯიშე,ჩადექი ფორმაში და ევროპის მერე,შეიძლება ამაზე ფიქრი,ამ ეტაპზე ეს აბსურდია და ნუ გაიბანძებ თავს
Gomako
13:52 20-05-2024
2
არ ვიცი სანიოლს რაში დაარწმუნებ,მარა გულშემატკივარი უკვე დაარწმუნე,რომ სინდისი არ გაქვს!
oto777
18:26 20-05-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული