საქართველოს ქალთა ნაკრები კვიპროსთან მატჩებისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 31 მაისს ჩვენი გუნდი კვიპროსს სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო 4 ივნისს მეტოქეს თბილისში უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

კვიპროსში გამგზავრებამდე ირის ანტმანის გუნდმა სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ივარჯიშა. მოახლოებული მატჩების შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა და ფეხბურთელებმა - ნინო ჩხარტიშვილმა და სალომე გასვიანმა ისაუბრეს.

ირის ანტმანი (საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ორი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ვემზადებით. ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რადგან მოედანზე თანაბარი ძალების მქონე ორი გუნდი გავა.
თამაშის დღეს ყველაფერი ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული. ამ შეკრებაზე მათ ეტყობათ, რომ გამარჯვების მოპოვება ძალიან უნდათ. ჩვენ საკმაოდ კარგად დავიწყეთ ჯგუფური ეტაპი ლიეტუვის ნაკრებთან თამაშით, სადაც ორი გოლის გატანა შევძელით, თუმცა ჩვენი შეცდომების შედეგად ასევე ორი გოლი გავუშვით. ასეთი შეცდომების აღმოფხვრის შემთხვევაში შევძლებთ მომდევნო თამაშებში ქულების მოპოვებას".

ნინო ჩხარტიშვილი (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): "ძალიან მნიშვენლოვანი მატჩები გვაქვს. ორივე თამაში ერთი მეტოქის წინააღმდეგ გველის, რაც რთული იქნება. დაახლოებით ერთი დონის გუნდები ვართ და გვაქვს შანსი, გამარჯვებით დავასრულოთ ეს თამაშები. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. შეკრება ძალიან კარგად მიმდინარეობს. მოტივირებულები ვართ და ვცდილობთ, რომ ვარჯიშებზე მაქსიმუმი გავაკეთოთ".

სალომე გასვიანი (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): "მოსამზადებელმა შეკრებამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. შევისწავლეთ მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ორივე მატჩის დადებითი შედეგის დასრულებაა".

კვიპროსთან მატჩებისთვის საქართველოს ქალთა ნაკრები 23 ფეხბურთელით ემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ელიტა), თათია გაბუნია (კვარტალი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია)

ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანა წულაია (ლანჩხუთი), სალომი დიმოპულუ (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), მარიამ კაპანაძე (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), ნათია ჯოჯუა (ნიკე-ლუსო), ნათია დანელია (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული