კვიპროსი-საქართველო | ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩი

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები კვიპროსში ჩავიდა, სადაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩს გამართავს. 31 მაისს ირის ანტმანის გუნდი ახნასის სტადიონზე კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

30 მაისს ჩვენმა გუნდმა მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა. ტრავმირებული ლიზი მწყერაშვილის ნაცვლად, საქართველოს ნაკრებთან ერთად კვიპროსში ლიზი კანკია გაემგზავრა.

კვიპროსი-საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებების მატჩი 31 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ელიტა), თათია გაბუნია (კვარტალი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე
გასვიანი (კვარტალი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია)

ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანა წულაია (ლანჩხუთი), სალომი დიმოპულუ (კვარტალი), ლიზი კანკია (კვარტალი), მარიამ კაპანაძე (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), ნათია ჯოჯუა (ნიკე-ლუსო), ნათია დანელია (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული