უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა და ცნობილი გახდა, რომ "დინამო ბათუმის" მოწინააღმდეგე ბულგარეთის "ლუდოგორეცი" იქნება.
მატჩები 9/10 და 16/17 ივლისს გაიმართება. საქართველოს ჩემპიონი პირველ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს.
დღეს აგრეთვე კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩატარდება და "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" მეტოქეების ვინაობას გავიგებთ.