"მინდა ერთ სიბინძურეზე პატარა კომენტარი გავაკეთო" - კახი კალაძე ბუდუ ზივზივაძის მიმართ ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა

AutoSharing Option
დარწმუნებული ვარ, იმ ჟინით, სულისკვეთებითა და მონდომებით, რაც პირველ ორ თამაშზე აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა, შესაძლებელია პორტუგალიასთან წარმატებას მივაღწიოთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შანსები ჯერ კიდევ აქვს.

მან ქართველ ფეხბურთელებს 26 ივნისს, პორტუგალიის ნაკრებთან გასამართ შეხვედრაში წარმატება უსურვა.

„მინდა შევეხო ჩეხეთთან თამაშს, ფრეს და პირველ მოპოვებულ ქულას, რაც მისასალმებელია. ვულოცავ ყველას, ფეხბურთელებს, გულშემატკივარს. ძალიან დიდი შანსი გვქონდა, განსაკუთრებით, ბოლო წუთზე, რომ აღნიშნული შეხვედრა მოგვეგო, სამი ქულა
აგვეღო. თუმცა სპორტის ამ სახეობაში ყველაფერი ხდება და სწორედ ამიტომ არის ფეხბურთი საინტერესო. ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს.

26 ივნისს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით, მაგრამ ფეხბურთის თამაში დღეს ყველასთან შეიძლება და წარმატებას ნებისმიერ გუნდთან შეიძლება მიაღწიო. ამიტომ ჩვენს ბიჭებს მინდა გამარჯვება ვუსურვო. ეს შეხვედრა არ იქნება მარტივი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ ჟინით, სულისკვეთებითა და მონდომებით, რაც პირველ ორ თამაშზე აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა, შესაძლებელია პორტუგალიასთან წარმატებას მივაღწიოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერი შეეხო ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მოსაზრებებს, თითქოს ეროვნულ ნაკრებში კონკრეტული ფეხბურთელების თამაშს თავად წყვეტს და აღნიშნა, რომ ეს არის სრული აბსურდი.

„მინდა ერთ სიბინძურეზე პატარა კომენტარი გავაკეთო. არ მინდა ქართველ გულშემატკივარს შეურაცხყოფა მივაყენო. ვინც ფეხბურთში ერკვევა, ეს მათ არ ეხებათ. თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევიან, გაგებაში არ არიან, სწორედ მათთვის ვამბობ. ძალიან დიდი აბსურდია, თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილებას და ბუდუ ზივზივაძეს ეროვნულ ნაკრებში არ ვათამაშებ. ჩვენ ვნახეთ, ვინ წერს მსგავს კომენტარებს, გავაკეთეთ ანალიზი და 99%, ვინც ამას წერს, არიან ისინი, ვინც „გამჭვირვალობის კანონს“ აპროტესტებდნენ. როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი სიბინძურე გაიფიქრო? ისინი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, ამას იკადრებდნენ. ამაზე უარესებსაც აკეთებდნენ, 2012 წლამდე. როგორც „გამჭვირვალობის კანონი“ იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას და ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშოს და ვინ არა. ეს არის ძალიან დიდი სისულელე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს - მათ, ვინც შეძლო გერმანიაში ჩასვლა და თამაშებზე დასწრება და მათ, ვინც საქართველოდან უგულშემატკივრა ეროვნულ ნაკრებს.

„ასევე, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქვეყნის, ჩვენი ნაკრების წარმატება უხარია. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება. 26-ში კი ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს“, - განაცხადა თბილისის მერმა ვიდეომიმართვისას.

წყარო: ინტერპრესნიუსი
მკითხველის კომენტარები / 111 /
კრახი რა დაგიშავა ასეთი საქართველომ რომ ყოველთვის ავტოგოლები გაგაქვს?
!!
03 ივლისი 2024 17:10
1
ჩვენ ვნახეთ, ვინ წერს მსგავს კომენტარებს, გავაკეთეთ ანალიზი და 99%, ვინც ამას წერს, არიან ისინი, ვინც „გამჭვირვალობის კანონს“ აპროტესტებდნენ. :) კომენტარების ავტორებზეც ხო არ ვაპირებთ გამჭვირვალობის კანონის მიღებას? თუ ისედაც ხდება ჩვენი იდენტიფიკაცია?

კაცი პატრონი რო იყოს ამ სიტყვებზე გამოძიება უნდა იწყებოდეს, მარა რა ვუყოთ, ხან ასე იქნება, ხან ისე...
სიმენონი
03 ივლისი 2024 13:27
0
ქართველი ხალხი დაღალა პოლიტიკამ, რეალობა კი სხვა არის. გამჭირვალობის კანონი არც კი მაინტერესებს, მაგრამ სანიოლს ეტყობა, როგორი არის ის დამოუკიდებელი.
მაღვიძარა
26 ივნისი 2024 15:05
14
ფეხბურთელს ნაცს რომ დაუძახებ, ეგეც მაგარი სიბინძურეა, რომ იცოდე, მითუმეტეს, როცა თავად იყავი პირწავარდნილი ნაცი.
q
26 ივნისი 2024 12:38
8
მას მეტი არც ესმის ,ნუ გაიკვირვებთ
მამუკა
26 ივნისი 2024 13:46
0
საკმარისია,ქართველო,გვეყოს ამ თემაზე ლაპარაკი,ვუსურვოთ გამარჯვება,ჩვენს ფეხბურთელებს და ვისიამოვნოთ,ჩვენი ბიჭების, კაი თამაშით.✊️
Ak.
25 ივნისი 2024 21:23
2
არა ძმა კანონი რუსულია , მართალია ვერ ჩაერევი ნაკრებში იმიტომ რომ 99 პროცენტმა იცის ევროპის სიკარგე , მაგიტომაც არ უჭერენ კანონს მხარს , მაგრამ კანონი მაინც რუსულია . გინდ აქეთან წაიკითხეთ გინდ იქიდან . კი ევროპას , მადლობა ბიჭებს , მადლობა ვილის . თქვენ ნახვამდის შეეგუეთ ნელ ნელა , ნაცების გზას გაუყვებით ოპოზიციისკენ .
გიორგი
25 ივნისი 2024 19:43
21
აიი ძალიან დიდი დიდიიი ... ხარ
ჯოტია
26 ივნისი 2024 09:52
3
...ემიგრანტების გულშემატკივრობა გამოგრჩათ ბატონო კახა....!!!წარმატებები ჩვენს ჯვაროსნებს,ფარავდეთ უფალი
ნათია კალანდარიშვილი
25 ივნისი 2024 17:48
3
თუ 2012 წლამდე ხდებოდა მასეთი რაღაცეები კაპიტანი იყო და ერთხელ ამოეღო ხმა 2012 წლის შემდეგ. ალბათ არ ხდებოდა და როგორც ყოველთვის ყველაფერი ნაც ხროვის ბრალია, თქვენ წარმოიდგინეთ ფეხბურთელები რომ ვერ იგებენ ისიც ნაცების ბრალია, რომ გაწვიმდა მაგიც ნაცების ბრალია და ბუდუს რომ პოლიტიკური განცხადების გამო თამაში არ უწევს ისიც. კანკავა რატომ არ წავიდა ევროზე? იმ სიტყვების მერე როცა თქვა "მე იმ კაცის დედა მ.....ნ ვინც პირველად რუსი აქოო" და დაახვევინეს ნაკრებიდან. ვინ იტყვის უარს ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ წავიდეს. მოყვარულის დონეზე ვითამაშე 25 წლის წინ ფეხბურთი და რომ გამომიძახონ არც კი დავფიქრდები ისე მოვირგებ ფორმას. ასე რომ კალაძემ კომენტარები კი არა საქმე აკეთოს ჯობია სანამ ნაცები მოვიდნენ. ვითომ ჩვენ გვაშინებენ ნაცებით უბრალო გლეხ ხალხს და სინამდვილეში მათ ეშინიათ. ახლა მითვალთვალეთ იქნებ დამიჭიროთ კანონი ხომ გაქვთ მიღებული. მეც ხომ არ ვიდექი კანონის გასაპროტესტებლად ქუჩაში? ტფუი ყველა უვიც პოლიტიკოსს და ვითომ გულშემატკივარს, ვინც პირველად კვარას თამაშით დაიწყო ფეხბურთის ყურება და პირველივე უარყოფითი რეაქცია კვარას მიმართ გამოავლინა.
roma
25 ივნისი 2024 17:34
5
Შენც შენს საქმეს მიხედე და ხალხს ნუ ეუბნებით თქვენ შეხედულებას როგორც ზუსტ ინფორმაციას, რა იყოთ ბიჯო ყველაფერში პოლიტიკას ატნევთ.მანახე რომელიმე ჩანაწერი ან ნათქვამი სადაც ბუდუზე წერს რომელიმე პოლიტიკოსი. Რას ჩერჩეტობ ბიჯო გაიფიქრებ და როგორც სიმართლე ისე მოუწოდებ ხალხს. Შენი საქმე აკეთე რა, აღარ გვინდა ამდენი ბოღმიანი და ვითომ პატრიოტული ამბები. Პატრიოტობა დავანახოთ სადაც საჭიროა. Რა იყოთ ბიჯო ფეხბურთი იქნება თუ ტენისი ყველაფერზე პოლიტიკის შეპარება. Ვეღარ ხვდებით რამდენად ეცემით? Და რამდენად იდიოტურად ჩანხართ. Გეყოფათ რა მოდით აზრზე. Ადრე ბიჯო ამდენი ენის ტლიკინი ტეხავდა დაჟე რომ იცოდი და ხალხს აქეზებდი ბოღმიანობა ჩანდა მაინც და ახლა იცი თუ არიცი თუ დაგესიზმრა ყველაფერს ზუსტი ინფორმაციასავით გადმოსცემთ. Რამ შეგაყვარათ ეს ენის ტლიკინი, მოუკლავთ ადამიანს სიკეთის სურვილს ფუი.
Qartveli
25 ივნისი 2024 18:20
5
უამრავი სუპერვარსკვლავი არ წაუყვანიათ მსოფლიოზე თუ ევროზე, ან წაუყვანიათ და არ უთამაშებიათ(პირველი ვინც მახსენდება, რაულია, ან თუ გინდათ ამ ევროზე გრილიში დატოვა საუტგეიტმა), ასე რომ რაც არ იცით, ნუ ლაპარაკობთ იმაზე, განსაკუთრებით ისინი, ვინც ფეხბურთს პირველად ახლა უყურებს. გარდა ამისა, სანიოლი ფრანგია და თუ იმ კომენტარების გამო არ ათამაშებს, პირიქით არ უნდა გაეკეთებინა? ან ქოჩორაშვილი რა ნაკლებად აქტიურობდა? სიმართლე ისაა, რომ ერთი საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელია ეგ ზივზივაძე, მე-2 ბუნდესლიგაშიც კი ხშირად სკამზე რომ ზის, ეგაა სულ
ლუკა
25 ივნისი 2024 15:58
6
ერთ პატარა სიბინძურეს მეც შევეხები - ქალაქის მერი (რა მაგის საქმეა) კანონმდებლის სახელით გვამცნობს,რომ 'მთავრობა' (რა მაგის საქმეა) გვითვალთვალებს და გვახარისხებს კომენტარებშიც კი. ამას გამჭვირვალობის კანონი რად ინდა, ეს პატარა სიბინძურე დიდი მავნებლობა და სიმდაბლეა.
ვანდა ჯიქია
25 ივნისი 2024 14:36
10
მაგას რო მიხვდეს ნახევარი წიგნი მაინც უნდა ქონდეს წაკითხული ცხოვრებაში....
ID
25 ივნისი 2024 16:34
6
თემა გინდათ საკბენად, თორემ ბუდუც და ფეხბურთიც ცალ ფეხზე გკიდიათ. რა დიდი ფილოსოფია უნდა ამის გარკვევას. თანაც ფეხბურთის აზრზე არ ხართ 99%.
ჯარჯი
25 ივნისი 2024 15:27
9

სიახლეები პოპულარული