გამარჯვების ტოლფასი ფრე ალბანეთში - "იბერია 1999" კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“ გასვლაზე „პარტიზანს“ დაუზავდა - 0:0.

სახლში თბილისურ გუნდს 2:0 ჰქონდა მოგებული, სტუმრად სასურველ ფრეს მიაღწია და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც თურქულ "ბაშაქშეჰირს" დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, 8 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო კი - 15 აგვისტოს სტამბოლში.

ელბასანი. „ელბასან არენა“
იბერია 1999 - პარტიზანი 0:0

იბერია 1999: მაკარიძე, ჯინჯოლავა, ჯგერენაია, აგიაკვა, კაპანაძე, ქარდავა (დადიანი 90+3), ნონიკაშვილი, კოხრეიძე (ო. მამაგეიშვილი 64), გ. მამაგეიშვილი, ი. ტაბატაძე (მამაცაშვილი 79), სიხარულიძე (სილა 65)

alt"იბერია

1999"-მა "პარტიზანი" დაჯაბნა და 2:0 სძლია [VIDEO]