27 და 30 სექტემბერს ჩვენი გუნდი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში აზერბაიჯანის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლებს. პირველი მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე შეხვედრა - 13:00 საათზე.
17-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა სალომე ხუბულურმა მოახლოებული თამაშებისთვის ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა
დაცვა: ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), ელიზაბეტ რიჟამაძე (კვარტალი), ლიზი უშხვანი (ნორჩი დინამო), მარიამ გოგუაძე (ნორჩი დინამო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა:
ამხანაგური მატჩები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. ნოემბერში გასამართ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრები სლოვაკეთს, მონტენეგროს და ლატვიას დაუპირისპირდება.
nakrebi.ge