17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

27 და 30 სექტემბერს, ჩვენი გუნდი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში აზერბაიჯანის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლებს. პირველი მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე შეხვედრა 13:00 საათზე.

17-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, სალომე ხუბულურმა მოახლოებული თამაშებისთვის ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: ანასტასია დობროვოლსკაია (რუსთავი), ანანო სიგუა (რაჭა), თათია ფხაკაძე (ვერე)

დაცვა: ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), ელიზაბეტ რიჟამაძე (კვარტალი), ლიზი უშხვანი (ნორჩი დინამო), მარიამ გოგუაძე (ნორჩი დინამო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანანო მიქაბერიძე (რუსთავი),
ლიზი კაკულია (დინამო გაგრა), თაკო ბულია (კოლხეთი ხობი), ანანო ჯოჯუა (კოლხეთი ხობი), ნატო გუტიკაშვილი (რუსთავი), ქეთევან ჭურკვეიძე (ბათუმი), ანა გრიგალაშვილი (თეთრიწყარო), ნინო ჩხეტიანი (რუსთავი), ანა დოლიშვილი (ახალგორი), სოფო ბერულავა (ნორჩი დინამო), ანასტასია ბუჩუკური (ნორჩი დინამო), კესო მეტონიძე (რაჭა), ნინო მეტრეველი (რუსთავი), ანანო წიქარიძე (ნორჩი დინამო), ანა ბოლოთაშვილი (ლევანტე ბადალონა, ესპანეთი)

ამხანაგური მატჩები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. ნოემბერში გასამართ შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები სლოვაკეთს, მონტენეგროს და ლატვიას დაუპირისპირდება.

nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
უფრო მეტი ინფორმაცია მინდა, რატომ ისევე არ აშუქებთ როგორც კაცთა ლიგებს. მესმის ისეთი დონე არ არის მაგრამ, ნაკრების წევრებზე ინფორმაციაც ვერ მოვიძიე. იქნებ უფრო ღრმად, სრულყოფილად და არა ზერელედ გაგვაცნოთ თვითოეული. მითუმეტეს ლეგიონერიც გვყოლია ესპანეთში.
shalva
21:38 26-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული