საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან 0:3 დამარცხდა

AutoSharing Option
ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ირლანდიასთან 0:3 დამარცხდა.

პირველი შეხვედრა ირის ანტმანის გუნდს 0:6 ჰქონდა წაგებული და ისევ მარცხი განიცადეს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ჩვენმა გუნდმა ისტორიაში პირველად იასპარეზა. ევრო 2025-ის შესარჩევის ჯგუფური ეტაპი საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილზე დაასრულა.

დუბლინი. „ტალა სტადიუმი“
ირლანდია - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 რასელი (3), 2:0 კარუსა (31), 3:0 მაკეიბი (54)
გამოუყენებელი პენალტი: მაკეიბი (35, ირლანდია)

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, ჩხარტიშვილი, დანელია, ბუხრიკიძე, ნარსია, ჩემინავა (პასიკაშვილი 88),
ხაბურძანია (ამბალია 60), ბაქრაძე (ბებია 60)

მკითხველის კომენტარები / 4 /
გოგონებო არ არის კატასტროფა ცოტა ცოტას მოუმატებტ ,და მიხვალთ იმათ დონეზე თქვენ კარგი მწვრთნელი გყავთ გისურვებთ წარმატებებს
მერაბი ბებია
09:42 30-10-2024
0
დასავლეთ ევროპელი გოგოები ფიზიკურად ძალიან ბევრს ვარჯიშობენ. ხშირად არანაკლებს ვიდრე კაცები. ელემენტარულად ბავშვობიდან ველოსიპედით მოძრაობენ, ეგ ძალიან ავითარებს ფეხის მუსკულატურას გამძლეობას, ე.წ. “დიხანიეს”. სამოყვარულო კრივზე ვვარჯიშობ გერმანიაში და გოგოები ყველა ვარჯიშში ბოლომდე მოგვყვებიან რასაც ბიჭები ვაკეთებთ. ჩემი აზრით ერთი 20 წელი მაინც დაგვჭირდება, ვიდრე ქართველი გოგო ბავშვოვიდან მაგ მოტივაციით ივარჯიშებს.
ფიზიკურად ძლიერები არიან
11:59 30-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული