Geo Team: თბილისის "დინამო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" მთავარმა მწვრთნელმა ფერდინანდ ფელდჰოფერმა დატოვა, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ავსტრიელი სპეციალისტი ბელგიურ სერკლ "ბრიუგეს" მწვრთნელი გახდება, ხოლო მასსა და თბილისურ კლუბს შორის ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდება.

შეგახსენებთ, "დინამომ" ეროვნულ ლიგაში მე-7 ადგილი დაიკავა და ჩემპიონატის პლეი-აუტის ზონას 1 ქულით აცდა.