საქართველოს თასის ფინალური წყვილი ცნობილია

AutoSharing Option
დღეს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.

ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

ორმხრივი შეტევების მიუხედავად მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ანგარიში არც მეორე ტაიმში შეცვლილა და საბოლოოდ შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა.

დამატებითი ტაიმები ასევე უგოლოდ დასრულდა, რის შემდეგაც თერთმეტმეტრიანები დაინიშნა. პენალტების სერიაში გამარჯვება ტორპედოელებს დარჩათ. გუნდებმა 6-6 პენალტი შეასრულეს, საიდანაც "ტორპედომ" 5 გაიტანა, ხოლო "დინამომ" 4.

თასის ფინალში ერთმანეთს საჩხერის "ჩიხურა" და ქუთაისის "ტორედო" დაუპირისპირდებიან.

საქართველოს თასი. 1/2-ფინალი
ტორპედო-დინამო 0:0 (პენ. 5:4)

ტორპედო: როინ კვასხვაძე (კ), ვაჟა ტაბატაძე, დავით ხურცილავა, ოლეგ მამასახლისი (80 მერაბ გიგაური), თორნიკე კაპანაძე (74
გიორგი ბერიაშვილი), გიორგი კუხიანიძე, გუგა ფალავანდიშვილი, გიორგი გურული, ლევან კუტალია, გრიგოლ დოლიძე, გიორგი ქიმაძე

დინამო თბ: სერგი ლიტოვჩენკო, ლაშა თოთაძე, ლევან გეგეჭკორი, ბაქარ ქარდავა, გიორგი ზარია (68 ლაშა ქოჩლაძე), ოთარ კიტეიშვილი (კ), ბექა მიქელთაძე (62 ხვიჩა კვარაცხელია), აკაკი შულაია, ლაშა სალუქვაძე, დავით კობოური, ბექა ქავთარაძე
მკითხველის კომენტარები / 4 /
მერე როდისაა ეს ფინალი სტატისს კეთ.მოტ-ო ავტორო არ უნდა დაწერო?...
otari
07:18 02-11-2017
1
მოუგოო, მართლა მოუგოო, ძლივს, მაგრად მართლა მოუგო ტორპედომ დინამოს!!!
გილოცავთ ქუთათურებო ფინალში გასვლას.
იმედია არანარიად არ გეწყინებათ რომ ჩიხურა გახდება თასის მფლობელი.
Chikhurski
22:38 01-11-2017
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული