იმერული დერბი ყოველთვის დაძაბული და საინტერესო შეხვედრებით გამოირჩევა. მომავალი მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ გამონაკლისი არც "თენგიზ ბურჯანაძეზე" გასამართი დაპირისპირება იქნება. ქუთაისელებს კლუბის არსებობის განმავლობაში ერთერთი ყველაზე წარმატებული სეზონი აქვთ და ბუნებრივია, საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად მათ თასის მოგებაც სურთ. შეგახსენებთ, რომ ტორპედოელებმა ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტული 15-წლიანი პაუზის შემდეგ დრამატულ ბრძოლაში მოიპოვეს.
"ტორპედომ" ეროვნული ლიგის ბოლო ტურში მისი
მეოთხედფინალში "ტორპედო" თბილისურ "შევარდენი 1906-ს" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 იმარჯვა. ნახევარფინალში კი, კახაბერ ჩხეტიანის გუნდი თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა, პენალტების სერია კი უკეთ იმერლებმა შეასრულეს და 5:4 დაამარცხეს მეტოქე.
რაც შეეხება "ჩიხურას" - საჩხერელებმა ეროვნული ლიგა არასტაბილურად ჩაატარეს და მიმდინარე სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულეს. შესაბამისად, სოსო ფრუიძის გუნდმა აქცენტი საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშებაზე გააკეთა და ამ გზით ეცდება ევროტურნირებზე მოხვედრას. "ჩიხურა" მომავალი მეტოქის მსგავსად თასის გათამაშებაში მეთექვსმეტედფინალური ეტაპიდან ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ საჩხერელებმა თასზე გამართულ ოთხ შეხვედრაში 17 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში არცერთი გაუშვიათ. "ჩიხურამ" პირველ სათასო შეხვედრაში ანგარიშით 7:0 "ლესიჭინე" დაამარცხა. მერვედფინალში იმერლები "გაგრას" დაუპირისპირდნენ და აღნიშნული მატჩი მათი გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
მომდევნო სათასო დაპირისპირება საჩხერელებს გორის "დილასთან" ჰქონდათ და სოსო ფრუიძის გუნდმა ამჯერადაც დამაჯერებელი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა მეტოქე. თასის ფინალში მოსახვედრ გადამწყვეტ შეხვედრაში კი, "ჩიხურა" ლიგა 3-ის წარმომადგენელს ხონის "იმერეთს" შეხვდა. მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი საჩხერელთა გამარჯვებით, 5:0 დასრულდა.
იმერულ კლუბებს შორის აქამდე გამართული 20 შეხვედრიდან 7 "ჩიხურამ" მოიგო, 6 "ტორპედომ", 7 მატჩი კი, ფრედ დასრულდა.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 2 დეკემბერს თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე 15:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
GFF.GE