თბილისის "დინამო", "გაგრა" და "თელავი" თასის ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
ჩატარდა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის სამი მეოთხედფინალური მატჩი.

"გურიამ" ლანჩხუთში თითქმის ერთი საათი გაუძლო თბილისის "დინამოს", შემდეგ კი 5 უპასუხო გოლი გაუშვა და დამარცხდა. გოლები შენგელიამ, ივანიშვილმა, თოთაძე (პენალტით) და ზივზივაძემ (2) გაიტანეს.

"გაგრამ" ბათუმში ცაცკრიალაშვილის მიერ შესვენების შემდეგ გატანილი გოლით 1:0 მოუგო "მეტას".

"თელავმა" მცხეთაში 3:0 სძლია "ვიტ ჯორჯიას". გოლები ბერიაშვილმა, კამლაძემ (თერთმეტმეტრიანით) და ბაშელეიშვილმა გაიტანეს.

მეოთხე ნახევარფინალისტი 24 ოქტომბერს ქობულეთის "შუქურასა" და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩში გაირკვევა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული