ჩატარდა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის სამი მეოთხედფინალური მატჩი.
"გურიამ" ლანჩხუთში თითქმის ერთი საათი გაუძლო თბილისის "დინამოს", შემდეგ კი 5 უპასუხო გოლი გაუშვა და დამარცხდა. გოლები შენგელიამ, ივანიშვილმა, თოთაძე (პენალტით) და ზივზივაძემ (2) გაიტანეს.
"გაგრამ" ბათუმში ცაცკრიალაშვილის მიერ შესვენების შემდეგ გატანილი გოლით 1:0 მოუგო "მეტას".
"თელავმა" მცხეთაში 3:0 სძლია "ვიტ ჯორჯიას". გოლები ბერიაშვილმა, კამლაძემ (თერთმეტმეტრიანით) და ბაშელეიშვილმა გაიტანეს.
მეოთხე ნახევარფინალისტი 24 ოქტომბერს ქობულეთის "შუქურასა" და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩში გაირკვევა.