დღეს, 7 ნოემბერს საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.
"თელავმა" ქუთაისის "ტორპედო" მიიღო და 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-10 წუთზე ქუთაისელთა ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრ აზაცკიმ გაიტანა.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს "გაგრა" და თბილისის "დინამო" შეხვდნენ. ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, პირველ დამატებულ ტაიმში, 105-ე წუთზე კი გოლი ვაჟა მათიაშვილმა გაიტანა და "დინამო" ტურნირს გამოთიშა.
ამგვარად, საქართველოს თასის ფინალში "გაგრა" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.