საქართველოს თასის ფინალში ეროვნული ლიგა 2-ის "გაგრა" და "ტორპედო" გავიდნენ

AutoSharing Option
დღეს, 7 ნოემბერს საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.

"თელავმა" ქუთაისის "ტორპედო" მიიღო და 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-10 წუთზე ქუთაისელთა ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრ აზაცკიმ გაიტანა.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს "გაგრა" და თბილისის "დინამო" შეხვდნენ. ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, პირველ დამატებულ ტაიმში, 105-ე წუთზე კი გოლი ვაჟა მათიაშვილმა გაიტანა და "დინამო" ტურნირს გამოთიშა.

ამგვარად, საქართველოს თასის ფინალში "გაგრა" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

altსაქართველოს თასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

altქუთაისის "ტორპედო" საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა

მკითხველის კომენტარები / 8 /
რომან ფიფია, მოშორდი დინამოს, გაყიდე. გაგრა იყიდე თუ ფეხბურთში გინდა ფული აკეთო. ბავშვებს იქაც გაყიდი.
emigranti
08 ნოემბერი 2018 15:53
0
გამაგებინეთ გთხოვთ რატომ მიბლოკავთ კომენტარებს,თუმცა არამც აგიხსნიათ,ამ საიტზე შემომსვლელს რა ვუთხარ ჩემდათავად...დავიღალე ტო
გეორგიუსი78
07 ნოემბერი 2018 19:07
2
დინამოს მიხედეთ ვინმემ სირცხვილია ბოლო-ბოლო,წარმომიდგენია ევროტურნირებზე რას იზამს თუ უკვე ლიგა 2-ის საშუალო გუნდს ვეღარ უმკლავდება
გეორგიუსი78
07 ნოემბერი 2018 17:59
1
თელავის თამაშს ვადევნებ თვალს და ეს გუნდი ძალიან მომწონს
temo
07 ნოემბერი 2018 17:51
1
აუ ეხლა როგორ არის ტორპედომ თუ ჩემპიონატიდან აიღო უეფას საგზური გაგრა გავა უეფაზეე ???????? თუ მასეა 1 გუნდიდ ნაკლები გვეყოლება ევრო ასპარეზზე :(
haimee
07 ნოემბერი 2018 17:39
6
არ არი ეგრე.გაგრა იმ შემთხვევაში გავა თუ გაიმარჯვებს
ბაჩო
07 ნოემბერი 2018 20:14
0
სირცხვილია გაგრასთან გავარდნა.
dato
07 ნოემბერი 2018 17:32
0
საწყენია თელაველების დამარცხება :(( თელავქალაქობის დღეს
T.k
07 ნოემბერი 2018 17:10
7

სიახლეები პოპულარული