საქართველოს თასის ფინალში ეროვნული ლიგა 2-ის "გაგრა" და "ტორპედო" გავიდნენ

AutoSharing Option
დღეს, 7 ნოემბერს საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.

"თელავმა" ქუთაისის "ტორპედო" მიიღო და 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-10 წუთზე ქუთაისელთა ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრ აზაცკიმ გაიტანა.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს "გაგრა" და თბილისის "დინამო" შეხვდნენ. ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, პირველ დამატებულ ტაიმში, 105-ე წუთზე კი გოლი ვაჟა მათიაშვილმა გაიტანა და "დინამო" ტურნირს გამოთიშა.

ამგვარად, საქართველოს თასის ფინალში "გაგრა" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

altსაქართველოს თასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

altქუთაისის "ტორპედო" საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა