საქართველოს თასის ფინალი ბათუმში გაიმართება

AutoSharing Option
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალის ჩატარების ადგილი ცნობილია, დასკვნითი მატჩი 25 ნოემბერს ბათუმში, ანგისას სტადიონზე გაიმართება.

ფინალში ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი "გაგრა" და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" შეხვდებიან.

შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

ნახევარფინალში ქუთაისურმა გუნდმა "თელავი" დაამარცხა, ხოლო "გაგრამ" თბილისის "დინამო" გამოთიშა.

altსაქართველოს თასის ფინალში ეროვნული ლიგა 2-ის "გაგრა" და "ტორპედო" გავიდნენ