საქართველოს თასის I ეტაპის წილისყრა - რეგიონული ლიგის გუნდები 17 ჯგუფში გადანაწილდა

AutoSharing Option
დღეს, 7 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2019 წლის გათამაშების პირველი ეტაპის წილისყრა.

პირველ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს რეგიონული ლიგის 52 გუნდი. წილისყრა გაიმართა გეოგრაფიული პრინციპის გათვალისწინებით, 5 ეტაპად: პირველ ეტაპზე აჭარის და იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების მიერ ორგანიზებული ლიგების წარმომადგენელი 21 გუნდი ბრმა წილისყრით გადანაწილდა 7 სამგუნდა ჯგუფში;

წილისყრის მეორე ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოს 22 გუნდი ასევე ბრმა წილისყრით გადანაწილდა 7 სამგუნდა ჯგუფში, ხოლო ბოლოს კენტად დარჩენილმა გორის ლეგიონმა ავტომატურად მოიპოვა საქართველოს თასის მომდევნო ეტაპის საგზური.

წილისყრის მესამე და მეოთხე ეტაპებზე ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამ-სამი გუნდი გეოგრაფიული პრინციპით გადანაწილდა ორ ჯგუფში;

წილისყრის მეხუთე ეტაპზე კი, კახეთის ორი გუნდი და საგარეჯოს სტადიონზე მოთამაშე ცხინვალის "ლიახვი" ასევე გეორგაფიული პრინციპის დაცვით გადანაწილდა კიდევ ერთ ჯგუფში.

თითოეულ ჯგუფში მატჩები ჩატარდება ერთ წრედ: პირველ ნომრად ამოსული გუნდი შინ ეთამაშება მეორე ნომერს, გასვლით მატჩს გამართავს მესამე ნომერთან, ამ მატჩებს შორის კი მეორე ნომერი უმასპინძლებს მესამე ნომერს.

თასის გათამაშება სტარტს 11 მარტს აიღებს.

1 ჯგუფი: სქური, კორცხელი, იმერეთი-2

2 ჯგუფი: სამგურალი-2, მეტა, მაჭახელა

3 ჯგუფი: ჩხერიმელა, ივერია, მარგვეთი 2006

4 ჯგუფი: მერცხალი, დინამო-2 ბთ, საირმე

5 ჯგუფი: რაჭა, ზესტაფონი, ტორპედო-2

6 ჯგუფი: სალხინო, ხიხანი, ზანა

7 ჯგუფი: სულორი, ბახმარო-2, ჩიბათი

8 ჯგუფი: საქართველოს უნივერსიტეტი, ცხინვალი-2, გლდანი

9 ჯგუფი: გაგრა-2, დიდუბე 2014, კოლხა

10 ჯგუფი: დინამო სხ, დერბი, მერანი-2

11 ჯგუფი: გიფა, მარკ სტარსი, 35-ე სკოლა

12 ჯგუფი: ცხუმი, ევროპა, იბერია 2010

13 ჯგუფი: კოლხი, დომინანტი, ლიახვი აჩ

14 ჯგუფი: თბილისი, თბილისი 2016, ვიტ ჯორჯია-2

15 ჯგუფი: გარდაბანი, რუსთავი-2, სართი

16 ჯგუფი: მესხეთი, აბული, თორი

17 ჯგუფი:
ლიახვი ცხ, ალაზანი, ჰერეთი

ამ ეტაპიდან გასულ 18 გუნდს თასის მეორე ეტაპზე ლიგა 4-ის 10 გუნდი შეუერთდება.

მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით