საქართველოს თასის წილისყრა - პირველი ეტაპის გამარჯვებულები და ლიგა 4-ის გუნდები დაწყვილდნენ

AutoSharing Option
20 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2019 წლის გათამაშების მეორე და მესამე ეტაპების წილისყრა.

მეორე ეტაპზე მონაწილეობს პირველ ეტაპზე გამარჯვებული რეგიონული ლიგის 18 და ლიგა 4-ის 10 გუნდი. წყვილების გამარჯვებულ 14 გუნდს მესამე ეტაპზე ემატება ლიგა 3-ის მონაწილე 10 გუნდი და სწორედ ეს ეტაპი გამოავლენს იმ საუკეთესო 12-ს, რომლებიც მოიპოვებენ მეთექვსმეტედფინალის საგზურს.

საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალიდან კი უკვე კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებიც ჩაერთვებიან.

გათამაშების ფორმატი უცვლელია - რანგით დაბალი ლიგის მონაწილე
გუნდი წყვილში სარგებლობს მასპინძლის უპირატესობით.

თასის მეორე ეტაპის მატჩები გაიმართება 24 მარტს, ხოლო მესამე ეტაპი - 28 მარტს. რაც შეეხება მეთექვსმეტედფინალურ ეტაპს, მატჩები 15-16 აპრილს ჩატარდება.

მეორე ეტაპი
ზესტაფონი - ვარკეთილი
35-ე სკოლა - თბილისი სითი
სქური - ოდიში 1919
იბერია 2010 - მაჭახელა
კოლხი - სპაერი
ლეგიონი - ცხინვალი 2
დინამო ბთ 2 - ალაზანი
სალხინო - ეგრისი
დიდუბე 2014 - გარეჯი
რუსთავი 2 - ჭიათურა
მერანი თბ 2 - სამეგრელო
თბილისი - ალგეთი
თორი - ჩხერიმელა
სულორი - იმერეთი

მესამე ეტაპი
თბილისი/ალგეთი - კოლხი/სპაერი
ზესტაფონი/ვარკეთილი - კოლხეთი ხბ
სქური/ოდიში1919 - ბეთლემი
დიდუბე2014/გარეჯი - ბახმარო
სულორი/იმერეთი - 35-ე სკოლა/თბილისი სითი
რუსთავი2/ჭიათურა - არაგვი
თორი/ჩხერიმელა - ბორჯომი
მერანი თბ2/სამეგრელო - იბერია2010/მაჭახელა
მერანი მრ - მეშახტე
ლეგიონი/ცხინვალი 2 - გორი
სალხინო/ეგრისი - სამგურალი
დინამო ბთ2/ალაზანი - საბურთალო 2