საქართველოს თასი. 1/16-ფინალი: "საბურთალომ" ბათუმის "დინამოს" მოუგო - როლოვიჩმა ისევ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 აპრილს, საქართველოს თასის 1/16-ფინალში "საბურთალომ" ბათუმის "დინამოს" 1:0 სძლია და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. გამარჯვების გოლი პირველ ტაიმში როლოვიჩმა გაიტანა. მან გორგიაშვილის მიერ ჩაწოდებული ბურთი თავით ხარიხას გაარტყა და დამატებაზე ყველას დაასწრო. ჩერნოგორიელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა - 5 ჩემპიონატზე და 1 თასზე.

მეორე ტაიმში საქართველოს ჩემპიონს ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა ბათუმელთა მეკარე ალავიძე. ბოლოს "დინამოს" კარგი მომენტი ჰქონდა, როდესაც ადამაძის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და თამაშიც დასრულდა.

თბილისის.
"მიხეილ მესხი"
საბურთალო - დინამო (ბთ) 1:0
გოლები: 1:0 როლოვიჩი (38)
გაძევება: ჭანტურია (90, დინამო)


მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ| მაგარი პასი იყო,რო იტყვიან თავზე დაასვა ბურთი.
Chivadze
10:53 17-04-2019
0
მოუგო თუ მოაგებინეს?
კახა
22:41 16-04-2019
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული