საქართველოს თასის მერვედფინალის წილისყრა გაიმართა

AutoSharing Option
1-ელ სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" ათი, "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2"-ის ორი, ლიგა 3-ის სამი და ლიგა 4-ის ერთი გუნდი იღებდა.

კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

გარეჯი - სამგურალი
თელავი - მერანი (თბ)
გაგრა - დინამო (ბთ)
საბურთალო - დინამო (თბ)
ბეთლემი - ტორპედო
თბილისი სითი - სამტრედია
სპაერი - დილა
ჩიხურა - ლოკომოტივი

თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრები 18-19-20-21 სექტემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით