ბათუმის "დინამო" თასიდანაც გამოვარდა - გეგუჩაძე გადადგა?

AutoSharing Option
საქართველოს თასის 1/8 ფინალში ბათუმის "დინამო" 0:1 დამარცხდა ეროვნული ლიგა 1-ის "გაგრასთან". ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე საკუთარ კარში ზღვისპირული გუნდის ნიგერიელმა ლეგიონერმა ობაობონამ გაიტანა.

ბათუმის "დინამომ" ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, აქამდე ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბეერ შევას "ჰაპოელთან" 0:3, ხოლო ევროვნულ ლიგის მე-11 ტურში თბილისის "დინამოსთან" 1:3 წააგო.

რა თქმა უნდა, გუნდის გულშემატკივრები აღშფოთებულნი არიან. ჯერ ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით მწვრთნელი გია გეგუჩაძე გადადგა.